
უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ PepsiCo და Mars-ი, რომელიც ათეულობით ცნობილ საერთაშორისო ბრენდს აერთიანებს, ომის საერთაშორისო სპონსორებად გამოაცხადა.
უკრაინული მედია წერს, რომ ბიზნესის შემცირებისა და სარეკლამო საქმიანობის შეწყვეტის მიუხედავად, ისინი აგრძელებენ მუშაობას რუსეთში და მნიშვნელოვან გადასახადებს იხდიან ქვეყნის ბიუჯეტში, რითაც მხარს უჭერენ აგრესორი ქვეყნის ეკონომიკას.
PepsiCo აწარმოებს გამაგრილებელ სასმელებს, წვენებს, ჩიფსებს, საჭმლის, რძის პროდუქტებს და სხვა საკვებ პროდუქტებს. მისი ძირითადი ბრენდებია: Chester's, Chipsy, Lay's, Mirinda, Pasta Roni, Pepsi, Propel, Sandora, 7up, Simba, Snack a Jacks., Sonric's, Tropicana, Agusha, Miracle, Slavyanochka, Sadochok, Sandorik, Masha და ა.შ.
კომპანია რუსეთში 1974 წლიდან მუშაობს, აქვს 19 ქარხანა, ჰყავს დაახლოებით 20 000 თანამშრომელი და 40 000 სოფლის მეურნეობის მუშა. წმინდა შემოსავლის თვალსაზრისით, PepsiCo მეოთხე უდიდესი სასმელისა და კვების კომპანიაა რუსეთში.
PepsiCo-მ გაზარდა შემოსავალი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წელს. PepsiCo Holdings-ის შემოსავალი 2022 წელს 2,59 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება 2021 წელთან შედარებით კი - 333%-ით, 525 მილიონ დოლარამდე. კომპანიამ რუსეთის ბიუჯეტში 115 მილიონ დოლარზე მეტი (ანუ 8,29 მილიარდი რუბლი) გადასახადები გადაიხადა.
მეორე კომპანია, Mars-ი ასევე აწარმოებს საკვებ პროდუქტებს - შოკოლადს, შინაური ცხოველების საკვებს, საღეჭ რეზინებს, სასმელებს, ხსნარ საკვებს, დაკონსერვებულ სოუსებს და სხვა. მისი ძირითადი ბრენდებია - Mars, Snickers, Milky Way, Twix, Bounty, M&M, Whiskas, Pedigree, Uncle Ben's. კორპორაცია ასევე ფლობს Wrigley მარკების სერიას.
მარსი რუსეთში 30 წელზე მეტია მუშაობს, აგრესორი ქვეყნის ეკონომიკაში 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს ჩადებული, 6000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა და 10 ქარხანა აქვს.
კომპანიამ პირობა დადო, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსეთში ბიზნესს შეამცირებდა. თუმცა Mars-ის ქარხნები რუსეთის ფედერაციაში მუშაობას აგრძელებენ. კომპანიის შემოსავალი 2022 წელს 2,45 მილიარდ დოლარამდე (ანუ 176,5 მილიარდი რუბლი) გაიზარდა, წმინდა მოგება კი - 59% -ით 377 მილიონ დოლარამდე (ანუ 27,2 მილიარდი რუბლი).
https://commersant.ge/news/busuness/pepsico...-gamotskhaddnen
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.