თავშესაფარს რო ითხოვს, რამდენიმე თვე უნდა ელოდოს მუშაობის უფლების მიღებას

მუშაობის უფლების, ენის ცოდნის და ისეთი ახლობლის გარეშე, რომელიც 100% დაგასაქმებს, მაგარი შარია შტატებში ყოფნა

დღეს...
არასწორი ინფორმაციები როა, მაგიტოა ბევრი რო ჩადის შტატებში ბრმად და ენძრევა მერე...
* * *
მეზარებოდა, მაგრამ დავწერ:
ჩემი ნაცნობი(ნაცნობი რა, აქ გავიცანი, ჩემი ძმაკაცის ძმაკაცია) ჩამოვიდა თვენახევრის წინ მექსიკიდან, ყველანაირად მომზადებული.
პირველ რიგში საზღვარზე არ გადმოპარულა, გასაუბრების რიგში ჩაეწერა, ორი თვე ტიხუანაში სასტუმროში(გარეთ გასვლა შარია) ელოდებოდა რიგს და როცა გამოიძახეს, გავიდა გასაუბრებაზე.
ქეისი კაი ქონდა, მეგისას გენ. ინსპექციაში მუშაობდა და ეგრევე არა, მაგრამ რაღაც დროის მერე მოუწია სამსახურიდან წამოსვლა, იქ რაღაცეები მიამატა დევნაზე (არადა არავინ დევნის) და ეგრევე შემოუშვეს, ერთი საათიც არ გაუტარებია სასაზღვრო საპატიმროში.
აქ ძმა დახვდა, მანქანა დაახვედრეს და დორდაშის (ჩვენი გლოვო) ექაუნთი(თავისი ძმის სახელზე)!და დაიწყო ეგრევე მუშაობა.
დღეში 150-200$-ს გამოიმუშავებს, დილიდან ღამემდე თუ იმუშავა.
პლუს მეც მყავს ნაცნობები აქ და კვირაში 2-3 დღე მეც გავუჩითე არამუდმივი სამსახური(პატარა სატვირთოს, ე.წ. boxtruck-ის მძღოლად), დღეში 300-500$-მდე მანდ გამოიმუშავებს..
მანდ თუ არ არის სამუშაო, დორდაშზე და ისე არ ზის უსაქმოდ.
ხო, რო გადმოვიდა აქ საემიგრაციოშიც გავყევი, ჩააბარა თავისი საბუთები და ეგრევე მისცეს ფურცელი, 2 წელი თავისუფალი ხარო, 2025 წლის ივლისში ჩაუნიშნეს სასამართლო.
მუშაობის უფლების მიღებას 6 თვემდე უნდა დაახლოებით, ამან 400$ გადაიხადა დაჩქარების და 2 თვეში მოგივაო, თვეზე მეტი გავიდა და წესით სექტემბერში მოუვა "სოუშელი" და "ვორქი'...
მაგის ძმასაც კომპანია აქვს და მერე ლეგალურად დაიწყებს მუშაობას...
უსაბუთოდ ძმაც კი ვერ ამუშავებს.
ანუ დალაგებული ჩამოვიდა ტიპი, ყველაფერი იცოდა წინასწარ...
კიდე ერთი ტიპი გავიცანი აქ, ჩემი ახლობელი ბინას აქირავებდა და ბინა უნდა მენახებინა.
ხო და ორი ქართველი ტიპი მოვიდა, ერთი პატიოსანი სოფლელი ბიჭი, 5 წელია აქაა უკვე, საბუთებით, უბერზე ვმუშაობო.
და მეორე რაღაც გაურკვეველი ტიპი იყო, თბილიში პრობლემები მქონდაო, მექსიკიდან ჩამოვედიო, 1 თვე საემიგრაციოში იჯდა, ჩამოვიდა და ამ აქაურ ტიპს ჩაუსახლდა ერთოთახიანში.
სოციალური დაცვის ნომერი და მუშაობის უფლება არ აქვს, 6 თვეში მექნებაო, მართვის მოწმობა (ქართულიც) არ აქვს, ენა არ იცის, არც რამე ხელობა, არც ნაცნობი ყავს ვინმე რო დასაქმებაში დაეხმაროს.
აზრზე არაა სად ჩამოვიდა, რა უნდა, რას ეძებს...
რა თქმა უნდა დაუარდნენ ბინაზე, პირდაპირ ვუთხარი, არა გაქვთ საქმე ისე ბინაში(ორსაძინებლიანი ბინაა) ამდენი რო იხადოთ, წადით სადმე ოთახი იქირავეთ მეთქი...
საერთო აბაზანა არ მინდაო

კაი მეთქი

ისიც ვუთხარი, რამის იმედი არ გქონდეს, ვინმე თუ არ გყავს, ვერ იშოვი სამსახურს მეთქი, სულ გამო#ევდა, მაგრამ სიმართლე ვუთხარი...
ხო და ეგეთი სიტუაციაა, პირველი ვინც ჩამოვიდა ყველაფერი იცოდა და ყველაფერი დალაგებული ქონდა და მოიხოდა ეგრევე, პირველივე თვეს 5-ზე მეტი გამოვიმუშავეო.
მოუვა მუშაობის უფლება და დორდაშის მაგივრად უკეთეს საქმეზე იმუშავებს + როცა იქნება, მე სადაც მივიყვანე და ეგაა...
და ეს მეორე ჩამოვიდა ისე, როგორც უამრავი ქართველი გადადის მექსიკიდან აშშ-ში - ალალბედზე, ამერიკაა და რაღაცა იქნება...
ხო და მო###ული აქვთ პატრონი...
ტურისტულს რაც შეეხება, ზემოთ კითხვები იყო და დავწერ მაგაზეც.
ეხლა რო ჩამოვედი, ჩემი ბავშვობის ძმაკაცი ჩამოვიდა ჩემთან ერთად, ტურისტული ვიზით.
ფუტზალის მოთამაშეა, საზღვარგარეთ თამაშობს 2000$ ხელფასზე (ფუტზალში დაბალი ხელფასებია) და ვბერდები და ამერიკაში ფულს ვიშოვიო, თან მარტო ვერ მოდიოდა, ენა არ იცის, ბინა არ ქონდა და მე გამომყვა, დარღვევას და დარჩენას აპირებდა და არაფერი იცოდა და ცოტა რო მომეყვანა სან ფრანცისკოს აზრზე

ხო და იყიდა ბილეთი და ჩამოვიდა, მანამდე ნათესავებიც ყავს შტატებში, ძმაკაცებიც და შენ პროსტა ჩამოდიო, ეუბნებოდნენ.
ხო და ჩამოვიდა, დაურეკა ბიძას, ბიძაშვილს, ძმაკაცებს და აქედან ყველა რო ბლატაობდა მაგრად ვართო, აღმოჩნდა რო არავის არაფრის ტრაკი არ აქვს...
საბუთი გინდაო, მანქანა უნდა იყოდოო და გაგიჩითავთ სამსახურსო ))
თქვე დედამო###ულებო, საბუთი და ფული რო მქონდეს, თქვენ რაში მჭირდებითო.
კონსული ვინცაა სანფრანცისკოში, ჩვენი ახლობელია და ეგეც ვერ დაეხმარა სამსახურის მოძებნაში, ყველას საბუთიანი უნდაო.
და მექსიკიდან გადმოსული აიღებს საბუთს თვეების მერე და ტურისტული ვიზის მფლობელს შანსი არ აქვს.
6 თვე უნდა გაგივიდეს, დაარღვიო, ჩაბარდე და მერე დაიწყო საბუთებზე ჩალიჩი...
ერთი თვე საერთოდ უმუშევარი იყო, არც რამე ჩანდა და მერე გავუჩითე ზემოთ რო დავწერე ის სამსახური და თვეში 4-5 ათასი გამოსდიოდა.
მაგრამ დაურეკეს გუნდიდან, 2000$-იანი კონტრაქტი შესთავაზეს და წავიდა უკან, ამერიკის დედაც #####ანო, სხვანაირად ყოფილაო ( ეს რო წავიდა, მაგის ადგილზე მივიყვანე ეს მექსიკიდან ჩამოსული ტიპი, ამის ძმაკაცია თან, ამ ჩემი ძმაკაცისგან გავიცანი).
ამას მარტო ბილეთის და ჯიბის ფული დაუჯდა და ათობით ათასს რო იხდიან მექსიკიდან შემოსვლაში და აქ ვერაფერს შვრებიან, უკან წასასვლელი გზაც მოჭრილი აქვთ.
მოკლედ ესაა, ამ ჩემი ძმაკაცის პონტში წელს კარგად გავერკვიე რა სიტუაციაცაა.
აქამდე მეც მეგონა რო ჩამოხვალ და ეგაა.
პრინციპში მასეც იყო, უკრაინის ომამდე არც ჭირდა სამსახურები არალეგალებისთვის, იქით იხვეწებოდნენ...
მაგრამ ასობით ათასი უკრაინიდან და რუსეთიდან შემოსული მუშახელი, პლუს რეცესია ამერიკაში და ეს სიტუაციაა ეხლა.
თუ გინდათ გაითვალისწინეთ, სანამ შტატებში გადასვლას დააპირებთ ან სხვას ურჩევთ...
პ.ს. ამერიკაში მოსახვედრად რა მაყუთებსაც იხდიან, კაი მანქანა რო იყიდო და დღეში 14-15 საათი იტაქსაო თბილისში, მანდაც კაი ფულს გამოიმუშავებ, ისეთი ფასი გახდა ტაქსით მგზავრობა...
მაგრამ ვინც აქ მოდის ბრმად, უმეტესობას არც თბილისში უცდია რამე...
This post has been edited by Frankens†ein on 4 Sep 2023, 07:22
Mens sana in corpore sano...