ნუ, გასაგებია საერთოდ არ ეცნობი აშშ-ს შიდა მოვლენებს და ამ ფონზე საკუთარ აზრებს, ასაღებ ვიღაცის გამონათქვამებს
კონკრეტული ფაქტები დადე სადაც რესპები ამბობენ, რომ “უამრავი ობიექტური მტკიცებულებაა ტრამპის საქმეებში”
ვინ და როდის თქვა? (კონკრეტული ფაქტები)
რეალურად რესპების 90% ამბობს, რომ დემოკრატები სამართლებრივ სისტემას იყენებენ იარაღად და ახდენენ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეთითხვნას
ამას ამბობს მათ შორის ტრამპის რადიკალურად მაკრიტიკებელი ფრთა
რესპი საპრეზიდენტო კანდიდატებიდან აბსოლუტურმა უმრავლესობამ(8-დან 7-მა) კი განაცხადა, რომ თუკი ტრამპი პრაიმერიზს მოიგებს და ამ ფონზე მას დამნაშავედ ცნობდ პირველი ინსტანციის სასამართლო, მაინც დაუჭერენ მხარს გენერალურ არჩევნებში, რადგან დემოკრატებმა საქმეები წაიღეს იმ მოსამართლეებთან, რომლებიც ლიბერალებად მიიჩნევიან(ობამას დროს დანიშნულები) და მათ მიმართ ნდობა ნულოვანია (მიიღებენ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს)
საბოლოოდ კი დაელოდებიან უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც 99% ტრამპი მოიგებს(ძალიან სუსტი მტკიცებულებების გამო)
კარგად უყურე დემების მედიას(სი-ენ-ენი, ეიბისი, ემბისი და ა,შ), თვითონაც ვერ მალავენ, რომ ქეისები ძალიან სუსტია
რესპი ამომრჩევლის აბსოლუტურ უმეტესობას მიაჩნია, რომ ტრამპის მიმართ ხდება პოლიტიკური დევნა და ამ საქმეების ფონზე მისი რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა მათ შორის შუაში მყოფ (ინდეფენდეთ) ამომრჩეველში
პ.ს ეხლა კი კონკრეტული ფაქტები დადე
“რესპი იურისტები” სადაც ამბობენ იმას, რასაც შენ აქ წერ(რაც ტყუილია)
“საიდუმლო დოკუმენტების” საქმეში, რაშიც ტრამპს ედავებიან, იგივე აქვს თავის დროზე ბაიდენსაც გაკეთებული
არჩევნების თემაზე კი ტრამპის მოსაზრებები ვერანაირად ვერ ჩაითვლება გაყალბების მცდელობად, რადგან ის მოითხოვდა შედეგების გადათვლას და ფიზიკურად ვერ მოახდენდა სამართლებრივ ჩარევას, რადგან პრეზიდენტის პრეროგატივა არაა შედეგების შეცვლა, ეს კონკრეტული შტატის შიდა საქმეა, ხოლო ფედერალურ დონეზე შეუძლია მხოლოდ სასამართლოს
შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი მტკიცებულება არაა, ის რომ ტრამპი იძახდა “არჩევნები გაყალბდა და გადათვალეთ ხმები” ჩაითვალოს არჩევნების გაყალბებად
This post has been edited by DIDGORI-GEO on 7 Sep 2023, 12:00