ბიჭურიარ მიჯერებ.
რა თქმა უნდა ამერიკას არ აქვს არც ფინანსური, არც რაოდენობრივი და ბოლოს უკვე არც ბიუროკრატიული მექანიზმების პრობლემა რომ ატაკმს-ები მიაწოდოს უკრაინას, არც ფ-16 თვითმფრინავები, აქამდეც შეეძლო 1000+ ყავს და თანაც ჩანაცვლების გზაზეა უმეტესი მოდიფიკაციები.
ამერიკის პოლიტიკის ნაწილია ეს ყველაფერი. შეგნებული და მიზანმიმართული ომის გაწელვა. ცხადია ამის ოფიციალურად გაცხადება არ გამოვა.
რა თქმა უნდა ომის გაწელვა, არ არის ბანალური ,,ერთმანეთს ახოცინებენ", ,,ფულს აკეთებენ" და რაღაც ღორული კონსპირაციული მიზეზებით.
ასე მგონია, რომ მოცემულ რეალობაში, ომის გაწელვა უფრო შედეგიანი, საჩვენო, საუკრაინო და გლობალური სტაბილურობის მომტანი შედეგების მიღწევისთვის უკეთესი იქნება.
ტყუილად არ გაჟღერებულა NATO-ს მაღალჩინოსნებისგან მრავალწლიანი ომისთვის მზადება, ომის დასასრული 2027 წელს, 2030 წელს და მსგავსები.
შეიძლება ომის გაწელვა ემსახურებოდეს ამ ჩამოთვლილიდან რომელიმეს ან ნაწილობრივ ყველა პუნქტს:
1. რუსეთის დაღლა ხანგრძლივი ომით და ნელი სამხედრო-ეკონომიკური გამოფიტვა. (ხუილოსაც აქვს ამის იმედი, მაგრამ ამერიკის რესურსები აღემატება რუსულს, რუსეთის რაკეტების, ჭურვების, ტანკების წარმოება ჩამორჩება ხარჯებს, ამის ბოლოს კი აპოკალიფტური დასასრულია რუსეთისთვის)
2. ბირთვული ესკალაციისგან თავის აცილება ფსიქოლოგიური შეგუებადობის თვალსაზრისით, როგორც პოლიტიკოსებში ისე ხალხში. ქვა და რკინა არც რუსი არ არის, მითუმეტეს დიდი ქალაქების მოსახლეობა.
3. ევროპის მხრიდან მეტი ჩართულობა, რომ მთლიანად დასავლეთი დაუპირისპირდეს რუსეთს და არ გამოვიდეს რომ ამერიკა მსოფლიოს ჰეგემონობას იმტკიცებს თუ არა ევროპა მშვენივრად იყო რუსეთთან. პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ნაპრალს აფართოებს ევროპას და რუსეთს შორის, სადაც უფრო ფართო თვალსაწიერში თვითონ ეხმარება ევროპას თუკი ესა თუ ის ჭურვი, სამხედრო ტექნიკა და ა.შ. არ აქვს ევროპას საკმარისი, მაგრამ არ უნდა რომ კონფლიქტის პირველი ვიოლინო იყოს. ეს ნარატივია: ევროპის საქმეა ამხელა ომის მოგვარება მის საზღვრებში და ყველაფერი უნდა ეცადოს და თუ არ გამოუვა ან ვერ ერევა რუსეთს, დაეხმარება თვითონ.
4. რუსეთის მსოფლიო ეკონომიკური იზოლაცია, კავშირების, ბიზნესის, კომუნიკაციების სრული მოშლა, რაც აზიის ჭაობამდე მიიყვანს რუსეთს. ხანგრძლივი რეცესიის და დეპრესიის პროვოცირება რუსეთში.
5. უკრაინის ნელი ინტეგრაცია დასავლეთში და იქ ფეხის მოკიდება. ომი თუ მართლა 2027 წლამდე გაგრძელდა, რაღაც მომენტში დაკეტავენ დასავლეთ უკრაინის საჰაერო სივრცეს, გაუშვებენ ლვოვის საერთაშორისო აეროპორტს, დაიცავენ ლვოვი - კიევი რკინიგზას. ჯერ ეს არ მოხდება, მაგრამ 5+ წელი ომის სცენარში ჩაჯდება.
არის კიდევ სხვა პუნქტებიც.
ყველაზე სახიფათო არის ის რომ გარკვეული ძალები ამერიკაში ცდილობენ საყაიმო ვარიანტის მოძებნას და ერიდებოდნენ კიდეც რუსეთის სტრატეგიულ მარცხს, რასაც შეიძლება დასავლეთისგან უმართავი ქაოსი, მთლიანად აპოკალიფტური სცენარი და რუსეთის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა მოყვეს, მაგრამ დიდი მადლობა ხუილო ბუნკეროვიჩს, პრაქტიკულად არ ტოვებს ყაიმის შანსს, ოლ-ინს შევიდა და ამერიკას გაექაჩა. არ გამოდის "ყაიმი". ერთი კვადრატული მეტრი მიწაც რომ დაუტოვონ რუსეთს 24.02.2022 საზღვრებს გარეთ, მარცხია, დასავლეთის მარცხი, ამას ვერ დაუშვებენ. გაიყვანონ უკრაინა ომამდელ საზღვრებზე, ყირიმის გარეშეც კი საკმარისია ეს რუსეთში უკონტროლო ქაოსის დასაწყებად. ამიტომ აკვირდებიან მოვლენებს, უკრაინას აწვდიან იმდენს რომ უკრაინა იყოს კონტრშეტევაზე, ნელი სვლით წავიდეს წინ, ჰქონდეს ინიციატივა და იმდენი ჰუმანიტარულ-ეკონომიკური დახმარება რომ ქვეყანამ გაუძლოს ომს და არ დაკარგოს გამარჯვების ჟინი და ასე ღორების ნელი განადგურების ფონზე, შიგადაშიგ, დახურული არხებით შესთავაზონ ხუილოს ზავი სულ უფრო და უფრო დამამცირებელი პირობებით, სანამ საბოლოოდ არ გატყდება და ჩამოიქცევა.
ეს დღეც მოვა.
უფრო მალე ვიდრე ამერიკელებს ჰქონიათ. ვერ შეისწავლეს პოსტ-საბჭოთა ერების შესაძლებლობები და ფსიქოლოგია მაგათ.
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)