მოიცა კაცო,24-ში არჩევნები ელექტრონულად რომ ტარდება არ იცი?

)
2024 წლის შემოდგომაზე, ამომრჩევლების 90% პარლამენტს ელექტრონულად აირჩევს. ოპოზიცია მოსახლეობას არჩვებზე მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს, რადგან ოპონენტები დარწმუნებული არიან რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში გაყალბების მცდელობა და სხვადასხვა სპეკულაცია ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების დროსაც კი მოსალოდნელია.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ელექტრონული სისტემით ჩატარებულ სისტემაში, მონაწილეობას ვერ მიიღებენ ემიგრანტები. არჩევნებში მინაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან ფიზიკურად გამოცხადდნენ.
ელექტრონული არჩევნების გამოცდილება საქართველოში ამომრჩევლის მხოლოდ ნაწილს აქვს. 2018 წელის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებზე მოქალაქეები საპილოტო უბნებისთვის შერჩეულ უბნებზე ელექტრონულად აძლევდნენ ხმას. 2024 წლის არჩევნებისთვის ელექტრონული კენჭისყრის კიდე ერთი გენერალური რეპეტიცია საქართველოში წელს, ოქტომბერში ჩატარდება, რა დროსაც კიდევ ერთხელ გადამოწმდება ტექნოლოგიების სიზუსტე და პროცედურების ეფექტიანობა.
https://mtavari.tv/news/133394-rogor-chatar...vnebi-opozitsiaდღეს ცესკო-მ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, 2024 წელს გასამართი პარლამენტის არჩევნებისას, ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს. დარჩენილ საარჩევნო უბნებზე კი განხორციელდება ბიულეტენების გაციფრულება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას საარჩევნო უბნებზე. აღსანიშნავია, რომ ეს მოცემულობა ხელს შეუწყობს ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ წელიწად-ნახევრით ადრე მოემზადონ, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები 2024 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.
https://1tv.ge/news/cesko-2024-wlis-parlame...enebit-miscems/ This post has been edited by არმეძებო on 12 Sep 2023, 18:54