#60736705 · 28 Sep 2023, 18:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Hiksos
QUOTE | ჩემს დიპლომებს დაანებებ თავს? შენ უფრო ახსენებ ვიდრე მე. |
დავანებებ თავს, როცა შენ მოეშვები ჩემს მიმართ ცინიკურ გამოხტომებს და დამიწყებ საუბარს იურიდიულ და არა "ქართულ-ჯიგრულ" სტილში. მოცემულ თემაში ჩვენ ვსაუბრობთ კანონზე და არა ქეიფზე.
QUOTE | და პრიმიტივიზმი რაშია? თუ ეს წესი გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დასრულდება ამ ქვეყნის ისტორია და ეგ არის. რატომ არბილებ, რომ თურმე "მთლად კარგად არ იქნება საქმე?" |
მე არ ვარბილებ. პირიქით, ვთვლი, რომ ამ ქვეყნის ისტორია ამ კანონის გარეშეც თითქმის უკვე დასრულებულია.
QUOTE | ერთადერთი დარჩება ის ენის გამოცდა და უკვე წერენ, რომ კორუფციის ბუდე გამხდარა, რაც პრინციპში მოსალოდნელიც იყო. |
ერთადერთი არა. კიდევ ის, რომ რიგი გამონაკლისების გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეობიდან გამოსვლაა საჭირო, რათა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ეგ პროცედურა კი ჯერ ერთი არ არის ასე ადვილი და რომც იყოს, არცერთი ჭკუაზე მყოფი რუსი საქართველოს მოქალაქეობაში მიღების სანაცვლოდ რუსეთის მოქალაქეობიდან თავის ნებით არ გამოვა. მეორე მხრივ, დღევანდელი მთავრობისგან არ გამიკვირდება, რომ ნელ-ნელა კანონის ამ "ნიუანსსაც" შეცვლიან და ეს პრობლემაც საბოლოო ჯამში მოგვარდება.
--------------------
Was mich nicht umbringt, macht mich stärker.
|