ესეც ძალიან საინტერესო დებატია
ჩინეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის..
* * *
shotxრა თქმა უნდა, მესმის რასაც ამბობ, თუმცა კატეგორიულად არ ვეთანხმები პათოსს!
წარმოიდგინე, გავუშვით "რუსები", მოვიდა ვიღაც ახალი, რომელსაც ლოგიკურად მშვიდი დრო მიეცემა რამდენიმე წელი (ეს დრო ჩათვალე დაკარგულია..)
და რეალურად მივადგებით ისევ 2012 წლის რეალობას! ეს გარდაუვალია.. რეალურად კაციშვილი არ ჩანს, ვინც ნორმალური, თანამედროვე ქვეყნის აშენებას აპირებს..
ჩემი აზრით ეხლა ზუსტად იმის დროა, ამაზე მიდიოდეს მასიური მსჯელობა, მივიდეს ეს მსჯელობა ფართო აუდიტორიის ტვინებამდე.. გამოიკვეთოს მიმართულებები თითოეულ სფეროში.. აი შემდეგ უკვე დასხდნენ პოლიტიკოსები (და არა "პოლიტიკოსები") და ესაუბრონ საზოგადოებას (და არა "საზოგადოებას") ამა თუ იმ საკითხზე საკუთარ ხედვებზე.. დაიწყოს სერიოზული დებატები თითოეული საკითხის გარშემო მასიურად და საჯაროდ
აი შემდეგ გამოიკვეთება, ვინ რომელი სფერო უნდა ჩაიბაროს და მერე ნახე შენ აზრზე მოსული ხალხი რამხელა ძალაა..
* * *
ვინც იცის რისთვის იბრძვის, და არა ვის ებრძვის.. 2 რადიკალურად განსხვავებული ბრძოლაა!
* * *
ამერიკაში მაგალითად, სიტყვაზე დემოკრატებში სხვადასხვა საკითხზე პოლიტიკოსებს ხშირად რადიკალურად განსხვავებული ხედვები აქვთ და "შიდა პარტიული" დებატებიც ჩვეულებრივი მოვლენაა როგორც სხდომებზე, ისე საჯარო სივრცეებში..
* * *
აქ მსგავს პოლიტიკურ კულტურამდე ჯერ პროფესიონალი პოლიტიკოსები გვჭირდება, რომ მივიდეთ.. თუმცა "ქვეყანაში" ასეთები არ გვყავს თითქმის..
ბენდუ იყო პოლიტიკოსი.. იაგოც პოლიტიკოსია.. აი მეტი ვინ ვთქვა ეხლა დავფიქრდი და ვერავინ გავიხსენე..
უბედურ დღეში ვართ
* * *
იმასაც დაუკვირდით რა, რომ არც ერთ სერიოზულ პოლიტიკურ დებატში არც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი მის მოწინააღმდეგე აზრზე/"პარტიაზე"/პერსონალიებზე 2-3 სიტყვაზე მეტს არ იტყვის 2 საათის განმავლობაში (ისიც თუ ახსენებს, კონტექსტურად და არა თითის ქნევით..)
არ გვაქვს ჩვენ პოლიტიკური კულკტურა.. სად გვაქვს ისე კულტურა, პოლიტიკაში რომ გვქონდეს..
* * *
ან ჩემს აქ საუბარს გგონია რამე აზრი აქვს?..
ეგერ გავალ ეხლა "გვერდზე თემაში" და ვიღაც რეგვენი რაღაც იარლიყს ამარტყამს და აბსოლუტურად უინტელექტი მსჯელობაში ეცდება შემათრიოს, სადაც ეგოს დაკმაყოფილების მეტი ლოგიკა არ დევს..
ამას თითის ქნევით კი არ ვიძახი, რომ განწირულია ეს აყროლებული "ქვეყანა".. მართლა ასეა ლოგიკურად საუბედუროდ..
უბრალოდ ლოგიკას მიყევი და მანდ მიდის რა ყველა ვარიანტში..
* * *
როგორც ვატყობ, ამ თემასაც ბოლო მოუღო ლოგიკამ..