#60733695 · 27 Sep 2023, 15:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
xLEGENDx
QUOTE | და მერე თუ ბიზნესი სერთიფიცირების დამადასტურებელ დოკუმენტს ითხოვს ეგ ჩარევის მოთხოვნააა??
|
აბა რაა... შენ ითხოვ, რომ ლაბორატორიები შემიქმენი, ევროკავშირში შესატანად სერტიფიკატები მომეცი, რომ ჩემი ციტრუსი წავიღო და გავასაღოო... მანამდე კიდევ იმას იძახდი, რომ ეგ ლაბორატორიები კორუფციის ბუდეაო და სერტიფიცირება გააუქმეო... რომ მოგაწვა მანდარინი და გილპება, ახლა გაგახსენდა?...
QUOTE | ბენდუქიძემ რაც გააუქმა ძალიან კარგადაც გააუქმა. |
ჰოდა ნუ წუწუნებ მაშინ...
ეგეთი ლაბორატორიები/სერტიფიკატები და მისთანები დღესდღეობით მუშაობს სხვადასხვა საზოგადოება-ასოციაციების ეგიდით, თანამშრომლობით უცხოელებთან და მისი ნაწილობრივ ფინანსირება ხდება სახელმწიფოს მხრიდან და უცხოური საგრანტო ორგანიზაციებიდან... ამიტომაა ეს გაწელილი პროცესი და როცა ერთხელ დაანგრევ/დაანგრიე მერე წლები უნდა აშენებას...
QUOTE | სურსათის ეროვნული სააგენტო იღებს ნიმუშს გაყინულ საქონელზე, მიაქვს თავის მიერ შექმნილ ლაბორატორიაში და დებს დასკვნას. ცუდს ან კარგს და აქვს ოფიციალური ძალა დასკვნას მე იგივე პროდუქტს, იგივე ლაბორატორიაში ვამოწმებ, ვიხდი ფულს და ვიღებ დასკვნას. ამ შემთვევაში ამ დასკვნას არ აქვს ძალა.....
თუ მინდა გაყინულ პროდუქციაში შევამოწმო რაიმე, უნდა გავაგზავნო ევროპაში.
მითხარი ეხლა არის თუ არა ეგ ქოცობა? |
დაახლოებით იგივე ოპერიდანაა: კოვიდ-პანდემია რომ იყო, ევროკავშირში შესასვლელად გთხოვდნენ ცალკეული, სერტიფიცირებული ლაბორატორიებიდან (ქართულ რეალობაში ეს NCDC იყო თავიდან მაინც) ნეგატიური ტესტის პასუხს და სულ ჩალაძეზე ეკიდათ ჩალაძეების ფულის საჭრელად გახსნილ კერძო ლაბორატორიებში გაკეთებული ტესტები... ევროქოცობაა ეგ, კი და ეგრე მუშაობენ...
აი, იმ 'შენების' წლებში, საერთოდ არანაირი სერტიფიკატი რომ არ გქონდა და ნა ტრი ბუკვი იყო შენი პროდუქცია გაშვებული, შენ ისევ იმას უნდა მიაწვე...
ვინმემ დაგიშალა ევროპულ რომელიმე ლაბორატორიასთან დაამყარო კონტაქტი, შექმნა მისი ფილიალი ადგილობრივად, აიღო აისო თუ რომელიცაა სერტიფიკატი, რომელიც ევროკავშირში იქნება აღიარებული და მერე იმით გაიტანო შენი პროდუქცია?... რატომ უნდა იყო მაინცდამაინც ძუძუს გოჭივით სახელმწიფოზე ჩამოკიდებული? არ გყოფნის, რომ ევროპასთან ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა და რაღაც-რაღაცეები რომ სუბსიდირდება/ფინანსდება? უფრო მეტი ფული გინდა ჩაასხას ბიუჯეტიდან, ჩემი გადახდილი გადასახადებიდან? მაგ კომუნისტ-კომკავშირელობას გასტავლიდნენ ბენდუქიძის ინსტიტუტში?...
--------------------
Absolute zero is cool...
Black hole sucks...
|