Part 1:
Ukraine
ვფიქრობ ამ ეტაპზე უკრაინული 4 თვიანი სტრატეგიული შეტევითი ოპერაცია შეგვიძლია გამოვაცხადოთ დასრულებულად. შედეგი - 9-10 კმ წინსვლა.
არ ჩანს რესურსი რომ რაიმე სახის დიდი წინსვლა დაიდოს, სავარაუდოდ პოზიციურ ბრძოლებში გადავა ნელ-ნელა ზაპოროჟიეს ფრონტი და
სტრატეგიულ თავდაცვაში ჩადგებიან უკრაინელები. არ აღმოჩნდა საკმარისი 2 კორპუსით შეტევა. ეს 2 "კორპუსიც" აჯაფსანდალისგან შედგებოდა, ვერც ერთი ბრიგადა ვერ შეაირაღა დასავლეთმა ისე რომ ერთნაირი ტექნიკა ყავდეთ დიდი რაოდენობით.
არც არტილერია არ მიცეს საკმარისი და საბრიგადე საარტილერიო ჯგუფები ძალიან სუსტი იყო, მხოლოდ 47-ე ბრიგადის არტ.დივიზიონი ომობდა და ცალკეული არტ.ბრიგადები, დანარჩენ მექანიზირებულ ბრიგადებს რაღაც ჯართი მიამაგრეს ბუქსირებადი დ-20/დ-30 სახით.
2024 წლის კამპანიისთვის უნდა მოხდეს დიდი რაოდენობით შეიარაღების გადაცემა და ნამდვილი მძიმე კორპუსების მომზადება F-16 მხარდაჭერით. იმედია ბიუჯეტის საკითხები მალე მოგვარდება და დაიწყება უახლოეს დროში პროცესი(ეს "ანალიწიკა" დაფუძნებულია ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციაზე და შეიძლება მცდარი იყოს გამომდინარე იქედან რომ არ ვიცი რუსებს რა რეზერვი ყავთ, უკრაინელებს რა რეზერვი ყავთ. თუ ზალუჟნიმ არსაიდან კიდე გააჩითა 4-5 "სვეჟი" ბრიგადა შეიძლება ცოტა მეტი წინსვლაც დაიდოს

მარა არ მგონია )
Part 2 :
Russia
რაც შეეხება რუსების გააქტიურებას, ალბათ ყველამ ნახეთ რამდენად რთულია არსებულ პირობებში შეტევითი ოპერაციების წარმოება, რაც უკრაინელებს უშლიდათ ხელს, ზუსტად იგივე უშლით რუსებს + რუსული არმიის სხვა მინუსები, ვფიქრობ შარშანდელი უგლედარი გამეორდება ყველგან.
2-3 კილომეტრიან წინსვლას დადებენ ალბათ ძალიან დიდი დანაკარგის ხარჯზე.
რუსული არმიის არც ერთი სისტემური პრობლემა არ მოგვარებულა და ჯავშნის მიყრას ჯერ არც ერთხელ არ გაუმართლებია და ყოველთვის ერთნაირად მთავრდებოდა.
მაქსიმუმ 1 კვირაში კატასტროფული დანაკარგი ექნებათ როგორც ყველა წინა მცდელობაზე.
ალბათ მთელი ზამთრის განმავლობაში ივლიან რუსები შეტევაში.
ომის გაჩერებას რუსები ნამდვილად არ აპირებენ და როგორც ხედავთ "ბოროტების რკალი" (რუსეთი, ჩრდ.კორეა, ირანი, ჩინეთი და ა.შ) არა მხოლოდ უკრაინაში გააქტიურდნენ უკვე
დასავლელ ქუქოლდებს დიდი გამოწვევა აქვთ ახლა.
პ.ს
ავდეევკის ორივე ფლანგზე უკვე იწვის დიდძალი რუსული კოლონები
უკრაინული არტილერია გაუჩერებლად აუთოვებს მოწინააღმდეგეს, რუსებმა უკვე დაიწყეს პესიმისტური პოსტების წერა რომ ნაადრევად ვიზეიმეთ(ო) 
ასევე ჩამოგდებულია რუსული სუ-25.