RAAM-ებზე რა ხდება, ჯერ კიდევ აქვთ ხლოფცებს?
ისე, ჯავშანის კოლონების განადგურების შესაძლებლობები რომ განვიხილოთ.
მორდორი:
0) ნაღმები და "ზემლედელეცი" (RAAM-ის ანალოგი)
1) ვერტმფრენები, მათ შორის, NLOS რაკეტებით
2) ლანცეტი
3) FPV დრონები
4) და, იავიცი იავიცი, არტილერია
5) და, ნუ, რამდენიმე კმ-ს მანძილიდან და line of sight პირობებში, ტანკსაწინააღმდეგო ხარახურა
უკრაინა:
0) ნაღმები, მახსენდება დასავლეთის მიწოდებული RAAM ჭურვებიც, მაგრამ მგონი არ ჩანს ეგ, და ერთხელ შემხვდა რუსების წუწუნი, რომ უკრაინელები რობოტებს იყენებდნენ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების ნაცრისფერ ზონაში დასაყენებლად
1) --- არა აქვთ ვერტმფრენების + რაკეტების ასეთი კომბინაცია
2) - --არა აქვთ მსგავსი ტიპის დრონები (სვიჩბლეიდის დედა #####ან)
3) + აქვთ უპირატესობა FPV დრონების რაოდენობა/გამოცდილება-ში
4) კლასტერული იარაღით ტანკს სერიოზულ ზიანს, ძაან თუ არ გაგიმართლა, ვერ უნდა აყენებდე და ჩვეულებრივი არტილერიით ხზ რამდენი ჭურვი უნდა გაისროლო, რომ მოახვედრო (თან, მოძრავი სამიზნეა).
5) ++ სტუგნა რუსულ სისტემებზე უკეთესია და გვინახავს 4+ კილომეტრის მანძილიდან გამოყენება, ზედ ჯაველინები, სადღაც 2კმ მანძილიდან
იტოგში, ხარისხობრივად დაამშვენებდა NLOS ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, მაგრამ ებრაული სპაიკების გარდა თუ არსებობს რამე?
ვერტმფრენების თემაზე რატომ არ ისმის არაფერი, რუსული ავიაციის გამო ვერ გამოიყენებენ?