#60749210 · 4 Oct 2023, 13:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაცხოვარა დაბრუნდა
სამოქალაქო მოძრაობის “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონში “ქართული ოცნების” ინიციირებით შესატან ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი კანონები ავტორიტარული მმართველობის დამახასიათებელია. ამის შესახებ გოლეთიანმა 30 სექტემბერს “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, კარვების აკრძალვა ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ხელისუფლება გრძელვადიან პროტესტებს ზღუდავს, მაგალითად, როგორიც იყო მათი მრავალთვიანი პროტესტი ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ:
“ღია ცის ქვეშ ფიზიკურად ვერ დადგება ადამიანი სხვა შემთხვევაში იმიტომ, რომ იცვლება ამინდი. სულ კარგი ამინდი არაა, მოგეხსენებათ, და რაღაც ტიპის გადახურული ყველა შემთხვევაში საჭიროა”, — განმარტავს ის.
გოლეთიანი ასევე ხაზს უსვამს, რომ კარვების გარდა ცვლილებებში საუბარია “სხვა ტიპის კონსტრუქციებზე”, რაც გულისხმობს სცენის მოწყობას, ხმის გამაძლიერებელ კონსტრუქციებისა და აქციებისთვის საჭირო სხვა ნივთების განლაგებასაც.
“პირდაპირ ამ ფორმით იწყებენ ბრძოლას, რომ კანონით აკრძალონ ყველაფრის გაპროტესტება. ავტორიტარიზმი სხვა არაფერია და ავტორიტარული მმართველობა, როცა მთლიანად ხელში იღებ ხელისუფლებას და მოშლილია ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და უკვე იმ კომპეტენციის ზღვარს ლახავენ, რაც ჩვენი [ხალხის] უფლებაა, მაგალითად — პროტესტი.
ეს კონსტიტუციური უფლებაა და ესეც შეზღუდული გვაქვს ფაქტობრივად, აღარ შეგვიძლია გამოვიდეთ და გრძელვადიანად გავაპროტესტოთ. იმაზე ვინღა საუბრობს, სწორია თუ არასწორია ეს საკითხები, ყველა შემთხვევაში გიკრძალავს, რომ გამოხვიდე… არ შეიძლება, ეს ჩვეულებრივ ამბად მივიღოთ… გატარდეს ისე, როგორც ვითომ არაფერი, თორემ, დამერწმუნეთ, ცოტა ხანში ვერავინ ვეღარ შეძლებს კანონით ქუჩაში დადგომას”, — ამბობს გოლეთიანი.
გოლეთიანი სხვა მოქალაქეებთან ერთად რამდენიმე კვირაა დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეებზე სამონადირეო ლიცენზიების გადაცემას აპროტესტებს. 27 სექტემბერს მათ ონში კარვის მსგავსი კონსტრუქციაც გაშალეს, სადაც უამინდობისას აფარებენ თავს.
“რაჭა არ იყიდება” — წერია კონსტრუქციაზე.
--------------------
*რუსეთი უნდა დაინგრეს
"თურმე, რამდენი ბეწვიც არის ამ ქუდში - იმდენი დევია შიგ. რამდენჯერაც დაარტყამს ჯოხს, იმდენი დევი გამოვარდება".
ქართული ზღაპრიდან
|