#60762193 · 9 Oct 2023, 14:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამასობაში:
QUOTE | რუსეთის საგარეო უწყება - ერევნის გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს შეერთებოდა, არამეგობრული ნაბიჯია
მოსკოვი ერევნის გადაწყვეტილებას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს შეერთებოდა არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა.
„ჩვენი მოკავშირე სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება აბსოლუტურად არამეგობრულ ნაბიჯად მიგვაჩნია. მე აქ დიალოგის ადგილს ვერ ვხედავ", - განაცხადა გალუზინმა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია მოელოდა, რომ სომხეთი რომის სტატუტის რატიფიცირებისგან თავს შეიკავებდა. გალუზინის მტკიცებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან.
„ეს არის პოლიტიზებული პროდასავლური სტრუქტურა. ამ სასამართლომ რამდენიმე ხნის წინ გასცა რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლების დაპატიმრების ორდერი. რა თქმა უნდა, ეს ორდერები იურიდიულად აბსოლუტურად ბათილია", - აღნიშნა გალუზინმა.
შეგახსენებთ, 3 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას დაუჭირა მხარი. |
--------------------
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი
თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე
ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე
|