საიდან დაიწყო იზრაელ-პალესტინის კონფლიქტი( ჰოლანდიური ვერსია)
გადაცემის ავტორის(პროფესორი მაურიც ბერგერი) მიხედვით ყველაფერი დაიწყო 1900-იანი წლებიდან.
პირველი მსოფლიო ომი ნაწილობრივ შუა აღმოსავლეთშიც მიმდინარეობდა-აქ მაშინ გაბატონებული იყვნენ ოტომანები(ოსმანები).ოტომანებმა გერმანელების მხარე დაიჭირეს პირველ მსოფლიო ომში.
გერმანელების მოწინააღმდეგე ბრიტანელებიც ასევე იყვნენ შუა აღმოსავლეთში და როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ისინი ცდილობდნენ ოტომანებისთვის სისხლი გაეშროთ. და ამას შემდეგნაირად აკეთებდნენ— არაბულ ტომებს აქეზებდნენ მათ წინააღმდეგ.
ბრიტანელებმა სამი დაპირება დადეს—
1)თუ არაბი ტომები ოსმანების გაყრას შეძლებდნენ შუა აღმოსავლეთიდან, მაშინ მათ მისცემდნენ ამ ტერიტორიაზე გაბატონების უფლებას.
2) მეორე დაპირება ინგლისში (ლონდონში)დაუდეს ებრაელთა ევროპულ ორგანიზაციას. ამ პერიოდში ებრაელებს ყელში ქონდათ ამოსული ევროპული ანტისემიტიზმი. და ბრიტანული მთავრობა დაპირდა მათ, რომ შეძლებდნენ პალესტინაში დაფუძნებას( მყუდრო ნავსაყუდელის შექმნას). მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ მოხდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროვების ხარჯზე.
3) მესამე პირობა დაუდეს პარიზში ფრანგებს— როგორც კი ოტომანებს გაანადგურებდნენ, ფრანგები და ინგლისელები მათ ტერიტორიებს გადაინაწილებდნენ.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ინგლისმა სცადა 3 დაპირების ერთროულად შესრულება.
შუა აღმოსავლეთის ნაწილი გაიყვეს ფრანგებმა და ბრიტანელებმა. ბრიტანელებმა თავის ტერიტორიაზე ორი არაბი მეფე გააბატონეს პალესტინის გამოკლებით.
პალესტინაში ევროპელ ებრაელებს მისცეს ჩასვლის საშუალება. დიდი რაოდენობით ებრაელი ჩავიდა მაშინ პალესტინაში, ისინი ადგილობრივებისგან მიწებს ყიდულობდნენ , ამუშავებდნენ და სახლებსაც იშენებდნენ. ამ ებრაელების უმრავლესობა რელიგიური არ იყო. ანუ ამ დროისთვის იზრაელის სახელმწიფო არ არსებობდა და იქ ჩასული ებრაელებიც ამ ქვეყანას პალესტინას უწოდებდნენ.
1930-იან წლებში კიდევ უფრო მეტი ებრაელი წავიდა პალესტინაში( ფაშიზმი ფეხს იკიდებდა ევროპაში ამ დროს)… პალესტინელებს უკვე აღარ მოეწონათ ეს ამბავი( როგორც ჩვენ არ მოგვწონს ამდენი რუსის შემოსვლა საქართველოში) და გაბრაზდნენ ბრიტანელებზე, რომლებიც მაშინ პალესტინაზე ბატონობდნენ.პალესტინელები მათ ადანაშაულებდნენ ამდენი ებრაელის მოზღვავებაში.
ბრიტანელებმა კომპრომისზე წასვლა შესთავაზეს— პალესტინა გაეყოთ ებრაულ ნაწილად და პალესტინურ ნაწილად — ებრაელებს გაუხარდათ, პალესტინელებმა შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი— დევნილი სარდაფში შევიფარე და დღეს ჩემს თავზე დაჯდომას ცდილობსო-
და 1948 წელს გამოცხადდა იზრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფო.
მერე მიყვა და მიყვა — ებრაელები უფრო და უფრო მეტ მიწას ეპატრონებოდნენ და დღეს გვაქვს , რაც გვაქვს სახეზე.
ასე ამბობს ეს პროფესორი.
https://youtu.be/7wyEAK7STy8?si=ju9eh8jq_KUE1ACM[youtube]7wyEAK7STy8?si=ju9eh8jq_KUE1ACM[/youtube]