შენი პოსტები უნდა ამოკრიბოს კაცმა და კრებულად გამოსცეს.
ისე რას იფიქრებდა ან ბატონი გიორგი რამიშვილი, ანაც დავიდ ბენ გურიონი.
რომ, რომელიმე უნივერსში, მასა და ისრაელს შორის პარალელები გაივლებოდა?
რამე ხომ არ იპროჭა ისე ბატონმა გიორგიმ, ნორჩობაში?
რაღაც ნამეტანი კარგად იცნობ მის ბიოგრაფიას

ქანაანს რომ დავუბრუნდეთ,
ეს ყველაფერი კი ძალიან კარგად მესმის, რას გამოიწვევს გაზას "მიწასთან გასწორება".
და ისიც, რომ მძიმე რეპუტაციულ დანაკარგებთანაა დაკავშირებული.
განა ამაზე არ იყო ალ-ჩუსტების გათვლა?
თუმცა, ვიცით რას აპირებენ ცახალში კონკრეტულად?
მე რასაც ვაკვირდები, არაფერი ისეთი არ ხდება,
რაც არ ხდებოდა ინტიფადებში და ა.შ.
მართალი გითხრა,
გაზის "მიწასთან გასწორების" განცხადება - უფრო შიდა მოხმარების ბოლი მგონია.
რო წარმოიდგინო, ბიბი პრაქტიკულად გაწეულია.
სამხედროები და განცი (მომავალი, "გამარჯვებული" პრემიერი) გეგმავენ ყველაფერს.
სამხედროებმა კი, თვლა კარგად იციან.
მათ შორის მორალური რეპუტაციული კაპიტალის და კრიტიკული დასავლური პოლიტიკური მხარდაჭერის.
შეიძლება შევიდნენ გაზაში, მაგრამ ასე თუ ისე "სუფთად".
ჩემი აზრით,
ახლა ხდება ერთიანი სამხედრო-დიპლომატიური ფრონტის შემზადება,
რომ ნარატივი გადავიდეს
"ებრაელი ხალხი დგას ახალი ჰოლოქოსტის წინაშე, ხელი ხმარს იკართ შვილნო, სიონისანო"
როგორ?
დაიდოს უტყუარი მტკიცებულებები,
რომ ჰამასი კი არ არის ერთადერთო "მტერი", არამედ ირანის რეჟიმი,
რომელმაც დაგეგმა და განახორციელა ეს ოპერაცია
ჰესბოლასა და ასადის რეჟიმის დახმარებით.
თუ ომია, ომი იყოს და "პად შუმოკ",
ბარემ მოშე დაიანის 67-წლის ფანდს ჩავუტარებთ ალ-ჩუსტებსო
თავისი ბუფერული ზონებით ისრაელის ირგვლივ,
(ლიბანი და სირია ცოტა მიიწევ-მოიწევა)
რაც თავის მხრივ, უკვე ირანს დატოვებს ცუგცვანგში.
მანამდე კიდე გაზადან მომავალი საფრთხე არის,
ასე თუ ისე "სუფთად" და ჰუმანიტარული კანონის ნორმებში გასანეიტრალებელი.
კი, სამწუხაროდ ეს ყველაფერი იქნება,
ბევრი სისხლით, მკვდარი ბავშვებით და წივილ-კივილით

ბოლოს სერიაში კიდე,
ომში გამარვებულები/გადარჩენილები ისტორიას დაწერენ
და
третья мировая все спишет
This post has been edited by Codex on 13 Oct 2023, 21:49