ჯანდაცვა კი არა ყველაფერი შესაცვლელია საფუძვლიანად
და პირველ რიგში ქართველის მენტალიტეტი
"წარმატებული" ბიზნესმენი საქართველოში ჩვეულებრივი მონათმფლობელია
გადატანითი კი არა
პიდაპირი მნიშვნელობით!
ჯანდაცვაში რომ მათხოვრული ხელფასი აქვს ექთანს მარტო სისტემის კი არა მოქალაქეების ბრალიც არის
ის საავადმყოფოს დირექტორი თუ
მფლობელი თუ ვინც არის ყველა ხელისუფლებაში კი არ არიან
მაგრამ ეგრე იციან ბიზნესი
ადამიანი უნდა დაიყენო მონად!
მერე ეკლესიაში მოინანიებ, არ არის პრობლემა
ან მარკეტებში რომ მონურად ამუშავებენ კონსულტანტებს
ან ბანკებში რომ ამუშავებენ ახალგაზრდებს რაღაც 250-300 ლარად თვეში
ჭყონია აიღე, გაკვირვებული დარჩა თვეში 500 ლარად მუშაობა არ უნდათ მონებსო
ერთი თვითონ თუ ყოფნის 500 ლარი დღეში?
ყველა ქოცი კი არ არის
მაგრამ ყველა ქართველია
ყველაზე ქართველთმოძულეები ქართველები ვართ!
გაჭირვებულს ხელს კი არა წიხლს გაუწოდებს "წარმატებული გრუზინი"
ხელის გაწოდება აღარ ეკადრება
სანამ ქართველის მენტალიტეტი არ შეიცვლება რადიკალურად არაფერი გვეშველება
შრომის კანონია დასაწერი!
და ასამუშავებელი!
თანაც რაც შეიძლება მალე
ანუ გუშინვე უნდა დავწეროთ
ან მინიმუმ გუშინწინ მაინც
* * *