ამას ვყიდულობთო და კაი რამეა?...............

ჩვენი თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ ისრაელურ კომპანია Rafael-თან გაფორმებულია შეიარაღების შესყიდვის ხელშეკრულება Spyder-ის და Adams(BARAK-1)-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაზე.
აღნიშნული კი, თუ სიმართლეს შეესაბამება, ძალიან კარგი ამბავია.
დავიწყოთ, ჩვენთვის კარგად ნაცნობი Spyder-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემით, რომელიც არსებობს 2 ძირითადი მოდიფიკაცია,
ახლო მანძილზე მოქმედი SPYDER-SR და საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი SPYDER-MR,
ჩვენ გვაქვს ახლო მანძილზე მოქმედი Spyder-SR , რომელიც იყენებს Python-5-ს ტიპის ახლო მანძიზლე მოქმედ რაკეტებს:
მანძილი -15კმ
სიმაღლე - 9 კმ
Spyder-SR მოდიფიკაცია აგრეთვე იყენებს Derby-ს ტიპის რაკეტებს(რაც ჩვენ არ გვქონდა), 40 კმ-მდე მოქმედების მანძილით.
მბრუნავ გამშვებში მოთავსებულია 4 ერთეული რაკეტა.
რაც შეეხება საშუალო და შორ დისტანციაზე მოქმედ SPYDER-MR ჰსთ სისტემას, ანალოგიურ შემთხვევაში იყენებს Derby-ს და Python-5-ის ტიპის რაკეტებს გაძლიერებული შესაძლებლობებით: მოქმედების მაქსიმალური დიაპაზონის 80კმ, სიმაღლე 15 კმ.
ვერტიკალურ გამშვებში მოთასვებულია 8 ერთეული რაკეტა.
Derby-ის ტიპის რაკეტას გააჩნია აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების სისტემა,
Python-5-ს გააჩნია სითბური დამიზნების სისტემა(+ტელედამიზნების სისტემაც) - ეფექტურია ყველა ტიპის პილოტირებადი და უპილოტო ავიაციის წინააღმდეგ - ორივე რაკეტა ჰაერი-ჰაერი კლასისაა, თუმცა მოდერნიზებულია მიწა-ჰაერის ვერსიებად.
ახლა რაც შეეხება ახლო მანძიზლე მოქმედ ADAMS/BARAK-1-ის ტიპის საჰაერო/სარაკეტო თავდაცვის სისტემას,
ძირითადად გავრცელებულია ხომალდზე ბაზირებული ვერსიები, თუმცა არსებობს სახმელეთო ბაზირების მობილური და სტაციონალური ვერსიებიც -
ADAMS/Barak-1-ის ტიპის საჰაერო/სარაკეტო სისტემა იყენებს BARAK-1ის ტიპის მიწა-ჰაეტის კლასის რადიომართვად რაკეტებს (რადარიდან ხდება მიზნის ჩაჭერა),
მოქმედების მანძილი - 12 კმ
მოქმედების სიმაღლე - 5.5 კმ
ეფექტურია როგორც ყველა ტიპის პილოტირებადი და უპილოტო ავიაციის, ისე დადასტურებულად ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ - გამშვებ პლათფრომაში მოთასვებულია 8 რაკეტა.
ეს გახლავთ ორივე სისტემის(სხვადასხვა მოდიფიკაციებით) მოკლე მიმოხილვა და თუ რეალურად მართლა შევიძენთ ამ სისტემებს(შემდეგ უფრო ვრცელად განვიხილავ), თანაც საკამრის რაოდენობაში, ნამდვილად კარგი ახლო, საშუალო და შოე მანძილზე მოქმედი ჰსთ ფარის შექმნაა შესაძლებელი,
რა თქმა უნდა, კომბინირებულად ხელით გადასატან საზენიტო-სარაკეტო სისტემებთან და შორმანძიზლე მოქმედ საჰაერო/სარაკეტო თავდაცვის სისტემებთან ერთად,
ხელით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, აგრეთვე მითითებულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში - პოლონურ კომპანია MESKO-სთან, რომელიც აწარმოებს Grom-ის და Piorun-ის ტიპის მანპადებს,
Grom-ის ტიპის ხელით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემა აქამდეც გვქონდა, მოქმედების მანძილო 5.5კმ, სიმაღლე 500მ,
ხოლო Piorun-ს აქტიურად იყენებს უკრაინა და საკამოდ მაღალ შეფასებასაც აძლევენ, მოქმედების მანძილი 6.5კმ, სიმაღლე - 4კმ.