ისრაელის და უკრაინის კონფლიქტები არაფრით არ გავს ერთმანეთს სრულიად სხვადასხვა მოვლენაა.
უკრაინაში უკრაინის ადგილობრივი მოქალაქეები აჯანყდნენ და მოახდინეს სეპარაცია რუსეთის დახმარებით.
რუსები და უკრაინელები ერთი რელიგიის და ახლო ერებია. კულტურულად, ისტორიით და ვიზუალურად. მათი დაპირისპირება პოლიტიკური გემოვნებით არის განპირობებული.
ისრაელი პალესტინის შემთხვევაში სულ სხვა ვითარებაა, ერთ მხარეს არის ებრაელები მცირე ხალხი სპეციფიკური კულტურით რომელიც დასავლური ტიპის ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო აქვს (აქაც სპეციფიკით ვითარება და გარემო სხვაა) და მეორე მხარეს არის ისლამური სამყარო ცივილიზაცია მათში არსებული რადიკალური ელემენტები რომელებიც რელიგიური კუთხით უყურებენ სამყაროს შესაბამისად ყველა დამნაშავეა მათ თვალში რადგან სიმათლე ისლამშია. ეს კონფლიქტი ბევრად საშიშია ვიდრე უკრაინა ან რუსეთი, რადიკალური რელიგიური ფუნდამენტალიზმს ყველაფრის განადგურება შეუძლია. ამაზე მეტყველებს ყველა ქვეყანაში უსწრაფესი აქციები მაღალი დარაზმულულობის ხარისხი, პატარა შეძახილი სჭირდებათ და მზად არიან
ომში ყველა მხარე ცოდოა, განსაკუთრებით დამარცხებული, მაგრამ აქ ასაწონია არა ის ვინ უფრო ცოდოა არამედ ის ვის აქვს უკეთესი პირობების შექმნის უნარი, ჰამასის გამარჯვება კი პალესტინელებსაც არ მოუტანს არაფერს კარგს ებრაელებზე რომ არაფერი ვთქვათ.
რადიკალური ისლამის გამარჯვება კარგი რომ იყოს ნახევარი ისლამური სამყარო არ იცხოვრებდა დასავლეთში და მეორე ნახევარი გაქცევაზე არ იქნებოდა. მარტო ისრაელთან რომ ჰქონდეთ პრობლემა კიდევ დაფიქრდებოდა ადამიანი მაგრამ მთელ პერიმეტრზე დაძაბულობა აქვთ ცენტრალური აზიიდან, ბალკანეთიდან, აფრიკის ჩათვლით ეს ვერ იქნება შემთხვევითი( ეს რადიკალებს კიდევ უფრო ამყარებს რწმენაში მართალი რწმენისთვის გვდევნიან ძმაო). ამას დამატებული ტერორისტული აქტები რელიგიურ ნიადაგზე შიგნით საკუთარ ქვეყნებში და ასევე გარეთ, მოკლედ რელიგიური გრადუსის დაწევა არ აწყენდათ.
გაზებს, წყლებს და ბეტონებს მოეშვით არ არის საჭირო ნაპალმის გადასხმა მოსახლეობაზე.

ტერორისტების ლიდერშიპი უნდა ამოიღონ მიზანში რომ მანდ გალიდერება არავის მოუნდეს ვინც გალიდერდება კი კარგად მოიქცეს.
აერო ფოტო გადაღება, კომუნიკაციების გადაჭერა და აგენტრული ქსელი რომელიც მიზანს მიუთითებს თუ სად განახორციელონ დარტყმა ასე პალესტინელი ბავშვებიც არ დაზარალდებიან და ისრაელის ჯარიც ნაკლებ დანაკარგს მიიღებს.
This post has been edited by Isaac Clarke on 20 Oct 2023, 21:43