ჰეზბოლასა და ისრაელის არმიას შორის 1 კვირაა რაც სხვადასხვა ინტებსივობის შეტაკებებია
ეს ოფიციალურად არაა ომი გამოცხადებული, თორე ისე აქტიური საბრძოლო მოქმედებებია ყოველდღიურად
ისრაელი თითქმის ყოველ დღე ბომბავს ლიბანს არტილერიით და ავიაციით
ჰეზბოლამ კი 10-მდე ისრაელის არმიის საგუშაგოზე და სადამკვირვებლო პოსტზე მიიტანა იერიში
+ რამდენიმე ჯავშანტექნიკა(მათ შორის მერკავები) ააფეთქა/დააზიანა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსებით
შეტაკებების შედეგად კი ორივე მხრიდან არიან დაღუპულები/დაჭრილები
პ.ს რაც შეეხება კითხვას თუ რატო არ იწყება ამდენი ხანი სახმელეთო ოპერაცია ღაზაზე
მარტივი პასუხია
ამის მიზეზია ირანი და მისი კოალიცია
რომ არა ეს, აქამდე 10-ჯერ ექნებოდა ისრაელს ეს ოპერავია დაწყებული
ისრაელი მარტო ვერ დაუდგება ირანს, ამიტომაც
ისრაელი ელოდება ამერიკის მწვანე შუქს
რადგან ამერიკის პირდაპირი ჩართვის გარეშე ისრაელს მინიმალური შანსი აქვს წარმატების
ამერიკი კი აანალიზებს შესაძლო რისკებს, ვითარებას, რესურსებს, ესკალაციის მაშტაბს და ა,შ
ამიტომ იწელება პროცესი
აქ ზოგს რეალური ომი რომ ჰგონია კომპიუტერული თამაში ან ჰოლივუდის სცენარივით მარტივი პროცესი (ამერიკა ირანს დაარტყავს და აფრიკაში გადააგდებს)
ასე არ ფიქრობენ პენტაგონში და ამიტომაც გადაიდო მრავალჯერ ეს ოპერაცია
ირანი კი მარტივად დასამარცხებელი რომ იყოს, ამერიკა 40 წელი არ უყურებდა სისხლიან რეჟიმს და მთელს რეგიონს არ მოაწამლინებდა აიათოლას თავისი ავადმყოფური ქმედებებით ანუ აქამდე მრავალჯერ იქნებოდა დამხობილი ეგ რეჟიმი
ფაქტია ავიამზიდების მიწევით ირანის რიტორიკა არ შეიცვალა ანუ ფსიქოლოგიურ წეწოლამ შედეგი ვერ გამოიღო
ეხლა კი დარჩა სხვა ინსტრუმენტები, რასაც უამრავი შესაძლო გართულება და რისკები ახლავს თან
რასაც ამერიკა დეტალურად აანალიზებს
ჩემი აზრით სახმელეთო ოპერაცია აუცილებლად იქნება, რადგამ წინააღმდეგ შემთხვევაში გამანადგურებელი ზიანი მიადგება ამერიკა-ისრაელის პოზიციებს რეგიონში
თუმცა აი მერე რა და როგორ იქნება, ამისი თქმა ეხლა ძალიან რთულია
იქნება დიდი და სისხლიმღვრელი ომი, ეს შემიძლია დანამდვილებით ვთქვა
დანარჩენი კი უახლოეს მომავალში გამოჩნდება
This post has been edited by DIDGORI-GEO on 17 Oct 2023, 04:12