რა სიბანძეა.
და ამათ სიბანძესაც სავსებით შეეფერება.
ჩმორის სუნი აღარც გადადის.
* * *
"რაც ამ კოშკს დამართეს სისხლის სამართლის დანაშაულია" - როგორ დაანგრიეს X საუკუნის ეროვნული ძეგლი
ოქტომბერი 18, 2023
ფოტოების გამოქვენებიდან ერთი კვირის შემდეგ, არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და არც კულტურის სამინისტროს არ განუმარტავს როგორ და ვინ დაანგრია ქოროღის კოშკი ან არის თუ არა მისი დაშლა რეაბილიტაციის პროცესის ნაწილი.
...
კოშკი რომ ნამდვილად მეათე საუკუნისაა, ავთენტურია და 1954 წელს მასზე მხოლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, იციან ძეგლთა დაცვის სააგენტოშიც. სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც კომპლექსის რეაბილიტაციის გეგმის შესასყიდად არის შედგენილი, ნათლად წერია რომ ზურგიანი კოშკი მეათე საუკუნის ნაგებობაა, ამ კომპლექსში შემავალი შენობებიდან ყველაზე ძველია და ეროვნული ძეგლის სტატუსს ატარებს.
...
“თუ შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაზე რაიმე ილუსტრაცია იბეჭდება ხოლმე დასავლურ პუბლიკაციებში, ერთ-ერთი ქოროღოს რელიეფებია. ბედის ირონიაა, ათასი წლის უკან ქოროღოში გაკეთებული მანიფესტი: საქმის წარმოება გეგმით უნდა განხორცილდესო, სწორედ ქოროღოში დაირღვა…” - წერს ფეისბუკზე ირინე გივიაშვილი, ხელოვნების ისტორიკოსი და ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი.
ქვა, რომელზეც ქტიტორები არიან გამოსახულები, ახლა კოშკის ნანგრევებშია ჩაყოლილი და დიდი ალბათობით დაზიანებულია. იგივე მდგომარეობაშია კოშკის წარწერიანი ქვა, წარწერით : "ქრისტე შეიწყალე ქართე".

„...უკვე დანგრეული ციხის გარდა საყურადღებოა ეკლესიაში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაობიც, რომელიც საეჭვო მეთოდოლოგიით და ხარისხით ტარდება“.
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A0...8/32644097.html...
ხადას ხეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი საფრთხე, გარდა საეჭვო კვალიფიკაციის რესტავრაციებისა, კობი ქვეშეთის ახალი მაგისტრალია, რომელმაც საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი გზა უნდა დაამოკლოს. გარემოს დამცველები და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალიტები თავიდანვე საშიშად მიიჩნევდნენ ამ გზის მშენებლობას ხადას ხეობის უნიკალური ლანდშაფტისა და მდიდარი არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლებისთვის.
არქიტექტურის გარდა ხეობა საინტერესოა არქეოლოგიური თვალსაზრისითაც. იმის საილუსტრაციოდ, რომ ახალი გზის გაყვანისას სრულიად უგულვებელყოფილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი, გიორგი გოგოჭური იხსენებს BP-ის მიერ ნავთობსადენის გაყვანის პროცესს საქართველოში, როცა ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც მილსადენი უნდა გასულიყო, ჯერ არქეოლოგები მუშაობდნენ, რომ გამოერიცხათ არქეოლოგიური ძეგლების განადგურების საფრთხე. ხადას ხეობაში არც კულტურული ძეგლების ნუსხა შემდგარა და არც არქეოლოგებს უმუშავებიათ, მეტიც, გვირაბების გაყვანისას ტერიტორიას აფეთქებენ, რაც ამ დრომდე საღად მოღწეულ შენობებსაც აზიანებს.
This post has been edited by griankali on 19 Oct 2023, 14:42
რუსეთი უნდა დაინგრეს.