ბრძოლა ავდიივკასთვის გრძელდება - რუსული ძალები კვლავ ცდილობენ ფლანგური შეტევით უკრაინული თავდაცვის გარღვევას და ქალაქის ალყაში მოქცევს, თუმცა აგრეთვე ფლანგებზე მძლავრი აქტიური თავდაცვის მეშვეობით, ჯერჯერობით უკრაინის შეიარაღებული ძალები ახერხებს პოზიციების შენარჩუნებას და ტენდენციური შეტევის მიმართულებებზე ფლანგურ კონტრდარტყმებს.
ვითარების დინამიურობიდან გამომდინარე, ხშირია მოცემულობა, როდესაც ერთი ან მეორე მხარე აღწევს წარმატებას, თუმცა მალევე საპასუხო მოქმედების შედეგად ვითარება საწყის მდგომარეობას უბრუნდება, რომელიც გახლავთ შემდეგი:
რუსული ძალები უტევენ ავდიივკას ჩრდილოეთ მდებარე კოქსის ქარხანას, თუმცა უშედეგოდ, იქ გამაგრებული უკრაინული ნაწილები, მათ შორის საარმიო სპეცრაზმის ჯგუფები ახერხებენ მოიერიშე რუსული ძალების განეიტრალებას და საპასუხო რეიდებს,
ჩრდილოეთ ფლანგზე, ძირითადი ბრძოლის ეპიცენტრი კვლავ რკინიგზის ხაზია, რომლის დასავლეთით უკვე რამდენჯერმე შეძლეს სადაზვერვო და მოიერიშე რუსულმა ნაწილებმა გადასვლა, თუმცა ეფექტური პლაცდარმის ვერ დაკავების პირობებში, რაც განპირობებული იყო უკრაინის 47-ე მექანიზებული ბრიგადის ქვედანაყოფების დროული კონტრდარტყმებით, მათ ისევ უკან დაბრუნება მოუწიათ,
უკრაინული ძალები, ჩრდილოეთ ფლანგზე რუსების შეტევის შემხვედრი მიმართულების პარალელურად, უტევენ ფლანგზეც, კერძოდ კრასნოგორივკას ჩრდილოეთით, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მოიერიშე რუსული ძალების ლოჯისტიკას და მანევრის სიჩქარეს,
ვითარება დინამიურია ავდიივკას სამხრეთ ფლანგზეც, სადაც რუსებმა ვერ მოახერხეს სევერნეს დასახლებამდე მიღწევა და ადგილზე ურბანული ბრძოლების დაწყება, რაშიც ლომის წვლილი მიუძღვის უკრაინულ არტილერიას, რომლებიც კონტრბატარეულ ბრძოლაში დიდი უპირატესობით ჯაბნის რუსულ არტილერიას და FPV დრონებს, რისი გამოყენებითაც სტეპებზე მოიერიშე რუსულ ჯავშანტექნიკა უზუსტესად ნადგურდება.
ჩრდილოეთის მსგავსად, სამხრეთ ფლანგზეც, უკრაინელები ცდილობენ რუსული ლოჯისტიკის შესაფერხებლად, შეტევის მიმართულების ფლანგზე ტაქტიკურ შეტევებსაც, რასაც აქამდე მოაქვს დადებითი შედეგები.
ბრძოლებში ორივე მხარე აქტიურად იყენებს არტილერიას და უკვე აქ გამოჩნდა ჩრდ.კორეის დსხმარების და ღაზაში დაწყებული ომის შედეგები,
კერძოდ, ერთის მხრივ კორეული საარტილერიო საბრძოლო მასალის გამოყენებით, რუსებმა საგრძნობლად უმატეს საარტილერიო დარტყმების რაოდენობას და მეორეს მხრივ, აშშ-ის მიერ, უკრაინისთვის განკუთვნილი ჭურვების ნაწილის ისრაელში გადამისამართების გამო, შემცირდა უკრაინული არტილერიის სროლის ინტენსივობა, თუმცა ხარისხის გამო, კონტრბატარეულ ბრძოლაში კვლავ მეტი ეფექტურობით უკრაინელები ისვრიან,
ასევე აღსანიშნავია, რუსული მხრიდან ავიაციის გამოყენების ჯერადობით გაზრდილი მაჩვენებელი, რაც აკომპენსირებს არაზუსტი და მასიურობაზე გათვილი რუსული არტილერიის ცეცხლს - დღეს ავდიივკაში უკრაინელებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფრთხეს სწორედ რომ რუსული ავიაცია წარმოადგენს, რომელმაც ომის პირველი წლისგან განსხვავებით აქტიურად დაიწყო ზუსტი საავიაციო საბრძოლო მასალის, კონკრეტულად კი, მართვადი ავიაბომბების მიღება-გამოყენება, რაც რუსებს საშუალებას აძლევს მრავალრიცხოვანი საავიაციო პარკი, უკრაინულ საჰაერო თავდაცვის ზონაში შეუსვლელად გამოიყენოს.
როგორც ჩანს, მიუხედავად უზარმაზარი დანაკარგებისა, რუსები აპირებენ ბოლომდე იბრძოლონ ავდიივკასთვის და პუტუნს ომის გასაგრძელებლად საჭირო განწყობებისთვის, კიდევ ერთი ხელშესახები წარმეტება დაუდონ, რაც რუსების მხრიდან მიღწევადია.
აგრეთვე, უნდა ვისაუბროთ, აშშ-ში კვლავ გაჭიანურებულ უკრაინის დახმარების განხილვა-დამტკიცებაზე, რაც შემდგომ კვირებში, ფრონტზე კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს, ძირითადად ამ ომის უმთავრესი იარაღის - არტილერიის და საარტილერიო საბრძოლო მასალების დანაკლისით, რაც აისახება უშუალოდ ველზე პოზიციურად არსებულ სიტუაციაში, ამიტომ პირველ რიგში ეფექტური თავდაცვისთვის, მნიშვნელოვანია უახლოეს პერიოდში დამტკიცდეს უკრაინისთვის განკუთვნილი მსხვილმასშტაბიანი სამხედრო დახმარება.