"ისრაელი რატომ აგებს საინფორმაციო ომს" თემასთან დაკავშირებით
თავიდან ვიფიქრე რომ ამუშავებული ტროლბოტების ფერმების დამსახურებაა, მაგრამ როგორც ჩანს უფრო რთულად არის საქმე
რასაც ვხედავთ სოცმედიაში, ეს არ არის მხოლოდ მოზღვავებული ონლაინ "ჩუსტები"
ეს არის აქტიური ცენზურა ისრაელის წინააღმდეგ, რაც ქმნის შთაბეჭდილებას რომ ხალხის უმრავლესობა გმობს ისრაელს
შესაბამისად ხალხის მასა ვისაც საკუთარი აზრი არ გააჩნია აყოლილია "მოდას" და გამოდიან აქციაზე სადაც ფრიალებს შავი ჯიჰადის დროშა!
რატომ აცენზურებენ ამერიკული კომპანიები ისრაელის მხარდამჭერ ხმებს?
ყველა დიდი ამერიკული ტექ კომპანია იმართება ულტრა ლიბერალების მიერ (ტვიტერი საკამათოა)
ულტრა ლიბერალებს სურთ ამერიკის განადგურება, ამ ჯგუფს არც არაფერი აქვს საერთო ლიბერალიზმთან
ადამიანზე რომ იტყვიან გამარჯობას მოგატყუებსო, ასეა აქაც. თვითონ სახელი "ულტრა ლიბერალი" უკვე სიცრუეა, ისინი არიან ულტრა მემარცხენეები
ვინ იყვნენ კიდევ ულტრა მემარცხენეები? კომუნისტები
ამერიკას სერიოზული პრობლემები აქვს, 2020 ში ჯორჯ ფლოიდის თემას რა ამბებიც მოჰყვა, ძალზედ ცოტა დააკლდა სამოქალაქო ომამდე
მაშინ ეს "ულტრა ლიბერალები" ტაშს უკრავდნენ პოლიციის შენობების გადაწვას, გახსოვთ ეს ყველაფერი თუ დაგავიწყდათ უკვე?
საბედნიეროდ საგარეო პოლიტიკაზე არ და ვერ აქვთ ზეგავლენა ულტრა მემარცხენეებს
როგორც ამერიკელები ამბობენ, ერთი სული აქვთ მოქმედებაში ნახონ ყველაფერი ის, რის გამოც არ აქვთ უფასო ჯანდაცვა