#60805211 · 29 Oct 2023, 15:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ახლა იმის შესახებ სადაც დროშა არ გავშალეთ და სალოცავი "შევინარჩუნეთ". ანუ არ ვაცხადებთ რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა, რომ ეს ქართული სალოცავია. ტაძრის წინამძღვარიც ისეთი შეარჩია ბრძენმა პატრიარქმა რომ რუსეთის მოქალაქეა, თან დედით ოსი, ვერ ეტყვის ოკუპანტი აქ რატომ ხარო. მაგრამ იტყვის რომ ამ სალოცავში, რომელიც ქართველების არაა, წინამძღვარიც კი რუსეთის მოქალაქეა და ფაქტიურად ოსი, ოსეთში დაბადებული. რუსულ ინტერესებს რომ სჭირდება ყველაფერი ისეა.
და ვისთვის რა აზრი აქვს ასეთ სალოცავს? მტერს და ოკუპენტს ვერ ეუბნები, რომ ეს საქართველოა და ქართული სალოცავი, მოყვარეს ეუბნები ჩუ, ნუ ამბობ რომ ეს საქართველოაო. და რომ ლოცულობ (თუ ლოცულობ) ღმერთს და წმინდა გიორგი რას ეუბნები? ვხიტრაჟოპობ და სიბრძნეში ჩამითვალეო? თუ მაცალე კაცო აქ სიტკბო და სიყვარული გვაქვს, ფული და სალაფავი შემოდის და შემარგეო? რომელი წინდანი გვყავდა ასეთი "ბრძენი"? ან წმინდა გიორგი იყო ასეთი? აი მასეთი გულით და გონებით რომ ლოცლობს კოპორაცია საქართველოს საპატრიარქოს "მენეჯმენტი" და მისი მრევლი, აი იმიტომაა რომ პირისაგან მიწისა აღგვის პირას ვართ, გახრწნილი და გათახსირებული, მომაკვდავი ერი. არც ღმერთის წინაშე რომ არ ხარ მართალი და არც კაცის - მასეთი მლოცვლების "ლოცვას" მარტო ეშმაკი ისმენს და კიდეც ეტყობა ქვეყანას თქვენი "ნალოცი".
იქ, სადაც რუსებმა აგვიჭედეს ჩვენი ნასისხლარ- ნაოფლარი ტაძარი, იმ აჭედილ ტაძარში უფრო მეტი იწირება საყდრის და საკურთხევლის ანგელოზისგან საქართველოსთვის ვიდრე თქვენი, ხიტრაჟოპობით "შენარჩუნებული" სალოცავიდან. იმიტომ, რომ იქ ,უსამართლობა და ძალმომრეობა ცხადია კაცისთვის და ღმერთისთვის, ხოლო აქ, უსამართლობა თქვენისთანა კაცებისგან და "მოძღვრებისგან" შეწყნარებულია. მაგრამ არა ღმერთისგან.
მორჩა. ეს თემაც მორჩა.
--------------------
არ უღალატო საქართველოს! და ცოლს.
karma is a boss.
|