ქართველი ერი თავისი არსით ყოველთვის მიისწრაფოდა ჰქონოდა სახელმწიფო და თავისი ეთნიკური, კულტურული, სახელოვნებო თუ ინტელექტუალური კუთხით თავისი წვლილი შეეტანა და კვალი დაეტყვია კაცობრიობის ისტორიაში ...
ასე მოდიოდა და ასე უნდა წავიდეს წინ მომავალში ....
ყველა თაობას ხვდება პატივი და პასუხისმგებლობა ეს მისია გააძლიეროს, განავრცოს და დაუტოვოს (შეძლებისდაგვარად) სოლიდური საფუძველი შემდგომი განვითარებისთვის ...
დღევანდელი თაობა მართლაც უნიკალურია, მხოლოდ იმიტომ რომ თაობების სანუკვარ და მათთვის აუხდენელ ოცნებას მოესწრო (ქართულ ოცნებას არა

) - საქართველოს დამოუკიდებლობას....
ბევრი ჩვენთაგანი საბჭოთა საქართველოსაც მოესწრო, თავისი პლიუსებითა და მინუსებით, მაგრამ იყო ერთი მთავარი განსხვავება - ის იყო ჩვენი ნების წინააღმდეგ, ძალითა და ძალადობით შექმნილი სხვისი ქვეყანა ...
დღეს როცა ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია და იმპერიულ ზრახვებს რეგიონული ლიდერი ქვეყნები არ მალავენ და საერთაშორისო სამართალს ძალის პრინციპით ცდილობენ გადაფარონ საქართველო კვლავ დგას მისი იდენტობისა და სახელწიფოებრიობის გადარჩენის წინაშე ...
თუ ქვეყანა ვერ გადავარჩინეთ ფიზიკურად რუსულ აგრესიას და ეს უფრო ძლიერ ძალასთან გაერთიანება/პარტნიორობაში გამოიხატება , მაშინ მომავალ თაობებს დავუკარგავთ საფუძველს არსებობის, მიზეზს და საბაბს შემოქმედების და ღვაწლის ერისა და ქვეყნის წინაშე ....
რუსის შემოსვლის პირობებში რა თქმა უნდა ბევრი ღირსეული ახალგაზრდა დატოვებს ქვეყანას და ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება იქნება , რადგან მათი ნიჭი, ცოდნა და ტალანტი კაცობრიობას და მის კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს და არა ღორულ შოვინიზმსა და იმპერიალიზმს ...
მე ძნელად მეჯერება რომ ბიძინამ და მისი აწ უკვე რუსულმა ოცნებამ კარგი ცხოვრების გამო მიიყვანეს ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში, როცა მისი ყოფნა არ ყოფნის ბედი წყდება ...
მე იმისიც მჯერა რომ ბევრს მათგანს მათ შორის, ვისაც უბრძოლია, უღვაწია ქვეყნისთვის და მისი ხალხისთვის, დღევანდელი მდგომარეობა და ქვეყნის პერსპექტივები მათივე პირობებში არ მოსწონთ და მეტიც, იციან რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავთ ...
მათ ისეთ კაბალურ პირობებში უწევთ ღორებთან ურთიერთობა, რომ როგორც ვხედავ ყველაფერზე დაითანხმებენ ამ სულგაყიდულებს

ალბათ ბევრი მათგანი ნატრულობს რომ ნეტავ როგორმე ვინმემ მოაცილოს ისინი ხელისუფლებას რომ ქვეყნის დაღუპვა მათ კისერზე არ იყოს ...
მოდით ხალხო, დავეხმაროთ ბიძინას რუსულ ოცნებას და გავუშვათ სახლში, მშვიდად, გააზრებულად და გარდაუვლად !