#60821786 · 6 Nov 2023, 11:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხანდახან ცოტა ზერელედ ვუყურებდი ხოლმე ამ ყბადაღებულ "განათლება გადაგვარჩენს" მიუხედავად იმისა, რომ არანაირად არ ვაკნინებ განათლების მნიშვნელობას და მთელი ცხოვრება თავად ვცდილობ რამე ახალი ვისწავლო. ვიცი გაუნათლებელი, მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანებიც. თუმცა ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ წინსვლის და პროგრესის გასაღები მართლა განათლებაშია. ამას წინათ ერთი ნაცნობი დავიმატე ფბ-ზე, ჩემი სოფლიდან. მეგონა ნორმალური ადამიანი, მინიმალურად მოაზროვნე მაინც, წლებია არ მინახავს. ის პოსტებს დებს, აი რა ვთქვა, ლანძღავს ამერიკას და ამერიკელებს, სატანებს ეძახის და მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში რა უბედურებაც ტრიალებს, ყველაფერს ამერიკას აბრალებს. ოღონდ რა თქმა უნდა არც ნამყოფია და საერთოდ წარმოდგენაც არ აქვს ამერიკაზე არანაირი, გარდა "იიი მაგხელა კაკლის ხე მაქვს ეზოში" სტერეოტიპისა. ჰგონია, რომ არც კულტურა აქვთ, არც განათლება და არც ლიტერატურა.
ახლა მაგას უოლტ ვიტმენის პოეზია, ფოლკნერი და სელინჯერი რომ ჰქონდეს წაკითხული, ამერიკის დამფუძნებელი მამების ბიოგრაფიას იცნობდეს, მარტინ ლუთერ კინგის ცნობილი "I Have a Dream" მოესმინოს და გაეგოს რაზეა, ამერიკის აივი ლიგის უნივერსიტეტებზე წარმოდგენა ჰქონდეს, მეტროპოლიტენ მუზეუმში შეევლო, ლინკოლნის ცენტრში სკონცერტს დასწრებოდა და ბროდვეიზე - სპექტაკლს, ამდენ მზეობას ხო აღარ ილაპარაკებდა? ან გააკრიტიკებდა, მაგრამ საქმიანად და ობიექტურად.
--------------------
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა
|