არმანის და შანელის საფარს ცოტათიც რო გადაუფხეკ, ტყავის ტუჟურკები და შარვალში გაჩრილი მაუზერი ჩნდება.
ქართველ ”სვეცკობას” არანაირი კავშირი არ აქვს «высший свет»-თან, ”ვაკელი სვეცკობა” იგივეა, რაც გრანოვსკის ქუჩაზე მდებარე შვიდოთახიან აპარტამენტებში დაბინავებული საბჭოთა რევოლუციონერების, სამხედროების, ჩინოვნიკების და სპეცსამსახურების თანამშრომლების შთამომავლები.
ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, ვაკის ისტორიული მოსახლეობა «люмпен»-ების პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე თაობაა, რომელიც მხოლოდ სსრკ-მ გახადა პრივილეგირებული.
«люмпен»-ების ”გასვეცკებული” შვილთაშვილები ძალაუფლებასთან სიახლოვემ და მატერიალურმა სიმდიდრემ, ხრუშჩოვის და ბრეჟნევის შედარებით მშვიდ ეპოქებში უბრალო მეშჩანებად აქცია.თბილისელი ”სვეცკობა”, რომელიც არასდროს ყოფილა საკუთრივ არისტოკრატიული, ამჟამად გარეგნულად «люмпен»-ობის ნიშნებს აღარ ატარებს - ის არც «подзаборный» აღარ არის,მაგრამ ვერც «культурный» გახდა.ის არც უწყინარი ადამიანებისგან შედგება, არც მონსტრებისაგან.
ის უბრალოდ არანაირია.
მონსტრები მათი ბაბუები იყვნენ.
დღევანდელი თბილისური ფსევდო ელიტა არის მხოლოდ და მხოლოდ «посредственность», რომელიც ისტორიული გაუგებრობის შედეგად გახდა საზოგადოების ყველაზე შეძლებული და წარმატებული ნაწილი.
ps . და ამათგან რას ველოდებით?დემოკრტიული და ლიბერლური ფასეულობების პატივისცემას?
არმანის და შანელის საფარს ცოტათიც რო გადაუფხეკ, ტყავის ტუჟურკები და შარვალში გაჩრილი მაუზერი ჩნდება.
Facebook ,