1990-იან წლების მოვლენებზე, მათ შორის აფხაზეთის ომზე ვკითხულობ ბოლო დროს რაღაცეებს
მოკლედ, შევარდნაძემ, რომელიც მოღალატედაა შერაცხული, ჯერ ხომ ამხელა ომი აწარმოა სეპარატისტებთან და რუსეთთან, მერე კიდევ თვითონ შევარდნაძე ნერგავდა ნარატივს რომ "რუსეთის იმპერიული ძალები გვებრძვიან", რიტორიკაც კი ჰქონდა საკმაოდ მკვეთრი და მებრძოლი - "არ ჩავბარდებით რუსეთის იმპერიულ ძალებს", "აფხაზ ექსტრემისტებს და ჩრდილოეთკავკასიელ ტერორისტებს ერთ გოჯ მიწას არ დავუთმობთ" და ა.შ.
საუბარია შევარდნაძეზე, რომელიც შერაცხულია პრორუსად და ბევრი თვლის მოღალატედ, რომელმაც დსთ-ში შეიყვანა ქვეყანა და რუსეთის სამხედრო ბაზების ლეგიტიმიზირება მოახდინა
თან შევარდნაძე ამ დროს ჩაბრატებული იყო ელცინთან და უშუალოდ ელცინს არ ლანძღავდა, მაგრამ "რუსეთის იმპერიულ ძალებს" არ აკლებდა ნამდვილად (ელცინს "დემოკრატად" ასახელებდა მაგრამ რუსეთის სამხედრო ძალებს და პარლამენტს "იმპერიულ და რეაქციულ ძალებად")
მოკლედ, შევარდნაძე ახერხებდა ამას როგორღაც და დღევანდელ მთავრობას კიდევ ასეთი ჩაჯმული რიტორიკა აქვს

კაი დავუშვათ ვერანაირ მოქმედებას აკეთებ, ხომ შეიძლება რიტორიკა მაინც გქონდეს მკვეთრი როცა შენიანს კლავენ?
კაი დავუშვათ პუტინის გეშინია, ხომ შეიძლება შევარდნაძე როგორც არ ლანძღავდა ელცინს მაგრამ გარკვეულ ძალებს რუსეთში ლანძღვას არ აკლებდა, ხომ შეიძლება ეგრე გააკეთო? "გარკვეული ძალები რუსეთში" ან რამე ეგეთი რომ თქვა, პირდაპირ პუტინზე არ მიიტანო ისრები?
კაი დავუშვათ მაგასაც ვერ ახერხებ, ხომ შეიძლება ოსების მიმართ მაინც გააკეთო მკვეთრი განცხადება? "ოსი ექსტრემისტები" ან რაიმე მსგავსად მოიხსენიო?
ასეთი ჩაჯმული რიტორიკა და ქმედებები არცერთ მთავრობას არ ჰქონია ჯერ
კაი გასაგებია ბიძინა ჩაბრატებულია რუსებთან და ფულს აკეთებს, მაგრამ შევარდნაძეც ჩაბრატებული იყო ელცინთან, ეგ არ უშლიდა ხელს რუსეთის ლანძღვაში ირიბად მაინც. ან რუსებთან თუ არა აფსუა სეპარატისტების მაინც ჰქონდა მკვეთრი და მებრძოლი რიტორიკა.
ძირითადად მიდის ისრების გადატანა შიდა ძალებზე რუსებიდან და ოსებიდან, "ნაცებმა დაკარგეს ეს ტერიტორიები" და მსგავსი განცხადებებით, კაი გასაგებია ეგ, დავუშვათ მართლაც გაყიდეს ნაცებმა ჩვენი ტერიტორიები, ეგ ხომ არ აუქმებს იმას რასაც ოსები და რუსები სჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ? ოსებმა და რუსებმა მოკლეს ჩვენი მოქალაქე და პირველი ამ დროს ნაცების ლანძღვა რატომ უნდა მოგივიდეს თავში და შიდაპოლიტიკური ინტრიგების ხლართვა, რაც მოსახლეობის გახლეჩვას იწვევს მხოლოდ?
"ჩვენ ტაძრებს ოსები და რუსები გვირჩევნია" რომ ითქვა კიდევ (მთავრობის მიერ არა, მაგრამ მაინც), ეს ხომ საერთოდ ძალიან სირცხვილია, ასეთი რამე როგორ უნდა მოუვიდეს საერთოდ ვინმეს თავში, ყველა ოსს, აფსუას, რუსს, სომეხს, აზერს, თურქს და ა.შ. ერთად აღებულს მირჩევნია ჩვენი ტერიტორიები და ძლიერი საქართველო, გაწყვეტილან ესენი ყველა ერთიანად თუ გინდა.
This post has been edited by Mercurial on 7 Nov 2023, 22:01