არადა პრობლემა სულაც არაა არც 4 წელში და არც 3 წელში, პრობლემა არის ამ პერიოდის განმავლობაში როგორი ჟიმჟმი აქვთ. ახალი ველოსიპედის მოგონება არაა საჭირო, მაგისთვის არის სწორედ აუცილებელი ძლიერი ინსტიტუტები (გინდა სახელმწიფო და გინდა სამოქალაქო) რომლებიც ამ ჟიმჟიმს უზრუნველყოფენ და არა პიროვნებების გარშემო შექმნილი სტრუქტურები.
თქვენ რა გგონიათ იმ დემოკრატიულ ევროპა-ამერიკაში ანგელოზები ცხოვრობენ და არავის არ უნდა კორუფციონერობა, არ ხდება ფარული გარიგებები პოლიტიკოსებსა და ბიზნეს შორის, არ აყენებენ პირად ინტერესებს სახელმწიფოსაზე მაღლა და ა.შ.?
უბრალოდ განსხვავება ისაა რომ მაგ დემოკრატიულ დასავლეთში ძალიან ბევრი დამოუკიდებელი ცვლადია რომელსაც ვერ გაითვალისწინებ და რომელმაც ადრე თუ გვიან შეიძლება კარიერა და ცხოვრებაც კი დაგინგრიოს, შესაბამისად მსგავს ქმედებებს უმეტესად ერიდებიან. ხოდა სანამ ეგეთ დამოუკიდებელ ელემენტებს არ შევქმნით მანამდე სისტემა ყოველთვის დაავადდება რაც არ უნდა უმწიკვლოები მოვიდნენ ხელისუფლებაში.