მე არცერთი მხარის მხარდაჭერას არ ვაპირებ, ანუ მაგათ კონფლიქტში ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, აი მაგას არ ვარკვევ და არც ვიცი -ეგ ყველაფერი საიდან დაიწყო, უბრალოდ თუ მართლა იმის გამო ჩხუბობენ, ანუ ვის რომელი ტექნიკა მოსწონს და როგორ ერკვევა ამა თუ იმ იარაღის შეფასებაში, სასაცილოზე უფრო სატირალი არის.
უბრალოდ ერთ რამეს დავწერ- დიდგორს მეც არ ვეთანხმები ბევრ რამეში და მახსოვს ადრე მაგის პოსტები ყოველი არჩევნების წინ
საოცარ პროგნოზებს დებდა, მაგრამ ადამიანი ომის დაწყების დღიდან გვაწვდიდა ინფორმაციებს, თან ისეთ ინფოებს, პროფესიონალებს რომ შეშურდებათ. არ გაჩერებულა კაცი და ოპტიმიზმს აფრქვევდა თემაში! აი, ამას როგორ ივიწყებთ და ყველა როგორ ესევით ლამის და აძაგებთ ადამიანს ?! ჯანდბას, სიმპათიები აქვს ირანის, გერმანიის მიმართ, რა მერე ? მაგის გამო უნდა დაივიწყოთ რაც კარგი აქვს ნაკეთები და ქოცობა აბრალოთ, კაცს, რომელიც სულით ნაცია და რაც მთავარია პატრიოტი ადამიანია!
არ მოგწონთ მისი პოსტები და გაუშვით იგნორში.
თან რაებს აბრალებენ ტიპს 50 წლის ხარო, ქოციო, რუსების ტროლიო )))
არადა, რასაც წერს საკუთარ თავზე თუ დააკვირდებით ბევრი რამ სიმართლეა.
იგვე მეგრელი ვარო რომ უწერია, ასევე ტერმინოლოგიაზე
მაგარი ხართ ამ ცილისწამებაში )))
და მერე ქოცების მხარეს იშვერთ ხელს.
ტიპებმა ვიღაც ნოას ალტერობა დამაბრალეს და რომ ვუთხარი აგერ გავარკვიოთ თუ ვარ ქოცის ალტერი წავალ ფორუმიდან -მეთქი, გაისუსეს.
უსამართლობას ვერ ვიტან ბავშვობიდან და მაგიტომ ამეშალა ნერვები რასაც დიდგორას მიმართ სჩადის აქ ზოგიერთები.