რუსულმა (საბჭოურმა) ომის ტაქტიკა - შეახოცე ტონა ცოცხალი ძალა, ზეკები, ჩმობიკები
და ესე, შენიანების გვამებზე წაიწიე წინ - მუშაობს.
(Бабы новых нарожают - ჟუკოვი ამბობდა ჯერ II მსოფლიოს დროს

)
ცოცხალი ძალის დანაკარგი რუსებს არ ადარდებთ.
უფრო ცინიკურად ვიტყვი - დღევანდელ რუსულ ელიტას აწყობს რაღაც ამბავში,
რაც შეიძლება მეტი საკუთარი, "ჩუჩმეკი", ბომჟი, უსაქმური რომ მიაკაბზონონ.
3 საქმეს ერთად აკეთებენ,
თან ტერიტორიებს აფართოებენ და სამხედრო პოტენციალს ზრდიან,
თან ძალაუფლების ვერტიკალს აბეტონებენ შიგნით
და მოსახლეობის დაბალ ფენებს, ეთნიკურ უმცირესობებს, პატიმრებს "ფილტრავენ" ამ ომით.
ნაკლები პატიმარი ციხეში და მეტი გვამი ფრონტზე - არის მოგება და პლუსი ქვეყნის ეკონომიკისთვის;
ნაკლები ეთნიკური უმცირესობა, ბომჟი, უსაქმური, ლოთი ქალაქში და მეტი გვამი ფორნტზე - ასევე მოგება ქვეყნისთვის.
2023 წელი პუტინის და ცინიკური ბოროტების ზეობის წელი იყო.
უნდა ვაღიაროთ.
ჯერ პრიგოჟინის გადატრიალებას გადაურჩა და ხელისუფლება გაიმყარა.
მერე ომის ინიციატივა აიღო და პატზე გაიყვანა.
2024 წელს თუ არ აიღო ამერიკამ-დასავლეთმა ინიციატივა
და ტექნოლოგიური გარღვევა არ მოხდა ომში,
მძიმედ არის საქმე