#60865147 · 27 Nov 2023, 16:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეგრე იციან ველურმა კაპიტალისტებმა(საქართველო ახლა ველური კაპიტალიზმის ფაზაშია) სადაც სარფიან ადგილს ნახავენ, შეესევიან ხოლმე, ააშენებენ და დააშენებენ, გაკაფავენ ტყეებს, დაჩეხავენ, ამოსრუტავენ მიწისქვეშა წყლებს, დედას უტირებენ ეკოლოგიას, შექმნიან სატრანსპორტო და კომუნიკაციურ კოლაფსს, მაგრამ ეს თანდათანობით ხდება, მაშინვე არ ჩანს. გულუბრყვილო ხალხი იყიდის იქ სახლებს, დასახლდება და ცოტა ხანში მიხვდება, რა ქაქში ამოყო თავი. მერე კი ნანობს, მაგრამ იხტიბარს არ იტეხს. თვითონ თუ ვერ იღებს სიამოვნებას, მეგობრებს ხომ თხრის თვალებს. ამ მდგომარეობაშია პეროიანი ხალხი ვაკეში, ბაზალეთის ტბაზე, გლდანის ტბაზე, ბაკურიანში, ახლა ლისის ტბის ჯერია
|