როგორც ცნობილია 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერმა მთავრობის ეს გადაწყვეტილება მათ შორის ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხით ახსნა.
გამაგებინეთ ვინმემ რა კავშირშია ეს ეკოლოგიასთან.

ეს მოდელი გამოდიოდა 2011-2015 წლებში. 2012 წლიანი რომ ჩამოვიყვანო დავაბინძურებ გარემოს, ცუდი მანქანაა, ვერ დავარეგისტრირებ და 2014 წელს გამოსული ეკოლოგიურად სუფთა იქნება იგივე მოდელი თუ რა უბედურებაა რას ნიშნავს ეს?
ახალი აუცილებლად ეკოლოგიურად კარგს ნიშნავს? შეიძლება რომელიმე მწარმოებელი ვერ აკმაყოფილებს პირობებს როცა სხვა მწარმოებელი უფრო ძველ მოდელებშიც კი აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. სად 2012 წლიანი მერსედესი და სად 2015 წლიანი ლადა
თუ ეკოლოგია გადარდებს ბოლობოლო ეურო სტანდარტებით ძველი თაობა შეგეზღუდა და არა წლოვანება. მაგალითად ეურო 4 სტანდარტის ჩამოყვანა. რა შუაშია აქ წლოვანება.
ან მოუვლელი გაუბედურებული ახალი მოდელი არ არსებობს? კოპარტიდან ათასჯერ გადაკერებული, კატალიზატორიც რომ არაფრად უვარგა უკვე, ეგეთი ჩვენ ჰაერს გააუმჯობესებს თუ როგორაა საქმე?
ჯერ მარჯვენა საჭიანებს დაარტყეს, ახლა ეს. ყველაფერი ეს კი ხდება თბილისის ქუჩებში მანქანების სიმრავლისგან შეწუხებული ვარდისფერსათვალიანი ჩინოვნიკების გულისწუხილის გამო და აქ არაფერ შუაშია ეკოლოგია, უსაფრთხოება და ა.შ.
მარჯვენა საჭიანებზე კანონმა რა შედეგი დადო? მანქანების სიმრავლემ კი არ მოიკლო, პირიქით გაიზარდა. თავის დროზე ბევრი სიკეთე მოიტანა იაპონიის ბაზარმა. ძველი ჟიგულები და მასკვიჩები უცებ ჩანაცვლდა გაცილებით ახალი პატარა ძრავიანი იაპონური მანქანებით. რაც შეზღუდეს მის მერე დაუძველდა ყველას. ახლა ქუჩაში უმრავლესობა დადის 20 წლის ფიტით, ტიდათი, ნოუთით, ვიტზით და ა.შ. რომ არ შეეზღუდათ 20 წლის ფიტის მაგივრად იქნებოდა 10 წლის ფიტი. უფრო ეკოლოგიური, უკვე ჰიბრიდი. როგორადაც არ უნდა შეავიწროვო ქართველი უმანქანობა დღეს კატასტროფაა, უმუშევრობაა, 30 წლის ძველი მანქანით ივლის ქართველი და ავტობუსზე ან ველოსიპედზე ვერ გადასვამ. ეს წილოსანის მოთრეული კონცეფციები და ბოდვები არის ხალხის ამაო წვალება და მეტი არაფერი. არაფერ შედეგს ეს არ მოიტანს. ამ ახალი კანონით კიდევ უფრო დაძველდება მოსახლეობის ავტოპარკი. კიდევ უფრო ძველი ნახევარმილიონიანი გარბენის მანქანებით გაყნოსინებენ ჰაერს ძვირფასო ჩინოვნიკებო იმის მაგივრად რომ გამოცვლის საშუალება მიგეცათ და შედარებით ახალ ავტომობილებთან ერთად მოგიწევდათ საცობში დგომა. აწი მოგიწევთ 30 წლის მანქანებთან ერთად საცობში დგომა. რაც შეიძლება ღრმად ისუნთქეთ. მაგისგან ახალი ლექსუზის სალონის ფილტრი ნამდვილად ვერ დაგიცავთ და ვერც ის დაბურული მინები დაგავიწყებთ თქვენს ირგვლივ ვიწრო ქუჩაში ასამდე გაკვეხებულ ძველ მანქანას )))))
თუ ჰქონდა საშუალება ვთქვათ თბილისელ ტაქსისტ ვალიკოს ეყიდა 2010 წლიანი მანქანა, ახლა მოუწევს ისევ 95 წლიანი მერსედესით გასუნთქოს ჰაერი საცობში, რომელიც კიდევ უფრო დაძველდება და ისევ შენთვისაა ცუდი. შანსი არაა ვერ ჩამოსვამ მანქანიდან. კაჭკას გაუკეთებს ბორბლებს და იმით ივლის ბოლობოლო. თბილისის საცობი ავტომობილთან და მენტალობასთან არაფერ შუაშია და არაფერი რეფორმა ამას არ უშველის. ვერცერთი მთავრობა ამას ვერ უშველის. რადგან სამუშაო, სამედიცინო სერვისი, განათლება არის დღეს მხოლოდ თბილისში და ამიტომ 2/3 მოსახლეობის მოდის დედაქალაქში. ეს არასდროს დამთავრდება სანამ სხვა მინიმუმ ერთი ცენტრი მაინც არ შეიქმნება დასავლეთში რომ მიგრირება განახევრდეს მაინც. დღეს ვერ გადაარჩენ თბილისს საცობისგან გამორიცხულია. საცობისგან თუ გინდა გადარჩენა მოსახლეობისგან უნდა დაცალო თბილისი და არა მანქანებს ებრძოლო.
ეს უნიჭო დონ კიხოტები!
ელემენტარული არქიტექტურის სწავლა თუ უნდა ბავშვს თბილისში უნდა წამოვიდეს და იცხოვროს. დასავლეთში ეს ფაკულტეტი არ არსებობს. ახალაშენებულში თუ დაამატეს არ ვიცი.
This post has been edited by Mr Angry on 30 Nov 2023, 20:18