lycanკითხვა ხომ იცი შე საცოდავო, ყველა ინფორმაცია ღია წყაროებია.
"ალტ-ინფოს" შემოსავალი 2022 წელს თითქმის 1 მილიონი ლარი იყო. ამ თანხის 99,8% კი მფლობელის შემოწირულებაა."
* * *
"საჯარო რეესტრი: "ალტ-ინფოს" 50% კოკა მორგოშიას მამიდას, ციალა მორგოშიას ეკუთვნის, დანარჩენი 50% კი ალექსანდრე ქარდავას.
კოკა მორგოშიას მამიდა 80 წლის პენსიონერი ციალა მორგოშიაა. სწორედ ის არის თანხის ოფიციალური შემტანი ტელეკომპანია "ალტ-ინფოში"
ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე, სადაც ტელეკომპანიები საკუთარი შემოსავლების შესახებ აქვეყნებენ მონაცემებს.
სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, ერთ თვეში, 2022 წლის 16 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდში, პარტიამ, 96 პირისგან 93 035 ლარის შეწირულობა მიიღო (სახელი, გვარი და მისამართი ღია ინფოა ამ პიროვნებების).
2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით, „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს“ 102 შემომწირველი ჰყავს. 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, რადიკალურ დაჯგუფებას მხოლოდ ორი შემომწირველი დაემატა - ნანა გერგაია და თეონა ბრუნჯაძე. შემომწირველი 101 ფიზიკური პირისგან მხოლოდ 33 ფლობს უძრავ ქონებას.
2023 წლის იანვრიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ 43 შემოწირულება მიიღო, 2022 წლის განმავლობაში ეს რიცხვი 558 იყო.
2022 წლის 16 თებერვლიდან 2022 წლის 23 მაისამდე, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ 210 შემოწირულება მიიღო. საერთო ჯამში, პარტიას 80 შემომწირველი ჰყავს, აქედან უმრავლესობამ პარტიას რამდენიმეჯერ შესწირა ფულადი თანხა. პარტიის ძირითადი შემომწირველები „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელები არიან, რომლებიც, როგორც ჩანს, ანაზღაურების მიღების ნაცვლად, თავად სწირავენ პარტიას. მაგალითად:
სიმონ ეღიაშვილი (ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი) – 3,000 ლარი
მერაბ გიგანი (რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი) – 7,575 ლარი
დავით დვალიშვილი (ფოთის ოფისის ხელმძღვანელი) – 7,360 ლარი
გია გულუა (ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი) - 6,100 ლარი
შემომწირველების უმრავლესობის სახელზე საჯარო რეესტრში არაა რეგისტრირებული რაიმე ტიპის უძრავი ქონება. მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, კონსერვატიულ მოძრაობას ორი მსხვილი შემომწირველი ჰყავს: გოგა თუხარელმა „კონსერვატიულ მოძრაობას“ 11,100 ლარი შესწირა, ხოლო ზურაბ კობახიძემ - 11,123 ლარი. აქედან არც ერთი არ ფლობს უძრავ ქონებას.
პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი ზეზვა ჩანქსელიანი, რომელმაც პარტიას 8000 ლარი შესწირა. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზეზვა ჩანქსელიანმა ხელისუფლების მიერ ღიად მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ 1000 ლარის შემოწირულება გაიღო.
„კონსერვატიული მოძრაობის“ კიდევ ერთი შემომწირველი პარტიის წევრი ჯარჯი ნონაშვილია. მან პარტიას 1,500 ლარი შესწირა. ნონაშვილი ქართველი სპორტსმენია, რომელიც საბრძოლო გადამზადებას რუსეთის ფედერაციაში, გროზნოში გაივლის.
თებერვალშიც და მარტშიც, მოძრაობის ანგარიშზე თანხები ძირითადად ორ კონკრეტულ დღეს ჩაირიცხა. 16 და 17 თებერვალს პარტიის ყულაბა 36 675 ლარით შეივსო, 16 და 17 მარტს კი - 45 210 ლარით. მხოლოდ რამდენიმე შენატანია გაკეთებული სხვა დღეებში. შენატანები 50 ლარიდან იწყება, ყველაზე მსხვილი კი 8 000 ლარია. „კონსერვატიული მოძრაობის“ 63 შემწირველიდან სულ მცირე 45 პარტიის წევრი, ან მათთან დაკავშირებული პირია.
სიმონ ეღიაშვილი შემწირველთა სიაში თებერვალშიც ჩანს და მარტშიც. მას პარტიისთვის 750-750 ლარი აქვს გადარიცხული.
ადვოკატმა შორენა კობიძემ 16 მარტს პარტიის ანგარიშზე 4 745 ლარი გადაირიცხა, ხოლო 16 თებერვალს - 2 500.
ფულის გათეთრება თუ გინდად თქვე საცოდავებო მიებარეთ თქვენ მამა მარჩენალ ხიხოს, დარწმუნებული ვარ უარს არ გეტყვით... მაგაშიც რომ დებილები ხართ!
This post has been edited by mxeci on 8 Dec 2023, 03:33