Т-80 იმიტომ არ იყიდებოდა რომ
ექსპორტზე ისედაც არ გადიოდა და არავის არ ქონდა შეიარაღებაში.
ჯერ ერთი გაცილებით ძვირი ღირდა ვიდრე Т-72. მერე ეგ ერთადერთი ტანკია Abrams-თან ერთად რომელსაც გაზის ტურბინიანი ძრავი უყენია. ვის ყავს გაზის ტურბინიანი ძრავების მქონე ტანკები?
ამერიკა ხომ არ იყიდდა Т-80-ებს?

რუსეთის ჯარი თავისთვის ხომ არ იყიდდა? ისედაც ათობით ათასი ტანკი ყავდათ.
გამოდის რომ ეკონომიკის პრინციპებით "ბაზარმა დაარეგულირა" ლენინგრადის მანქანა.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ
დიზელის ძრავის მქონე Т-80-ები არსებობდა თუმცა უკრაინული პროექტი იყო Т-80УД და ხარკოვში უშვებდნენ90-იან წლებში უკრაინამ სცადა თავისი სატანკო წარმოების გადარჩენა ანალოგიური ექსპორტით
და როცა ინდოეთი რუსეთისგან ყიდულობდა ტანკებს, უკრაინამ სცადა პაკისტანს მიყიდოს საპასუხოდთუმცა რუსეთმა არ მიაწოდა უკრაინას Т-80-ის საწარმოებლად ზოგიერთი რუსული დეტალი, ისეთი როგორიც სატანკო ქვემეხი რაც უყენდებოდა
ამიტომ უკრაინელებმა თავისით გააკეთეს ყველაფერი
და ასე შეიქმნა ტანკი Т-84.
პაკისტანის კონტრაქტმა (300-ზე მეტ ტანკზე) გადაარჩინა უკრაინის სატანკო მრეწველობა და შეინარჩუნა რაღაც დროით
თუმცა არც ეგ არ აღმოჩდნა საკმარისი და უკვე 2000-იანებში უკრაინა 0-დან ძლივს აწარმოებდა ტანკებს და 50 ცალის გაკეთებას წლები ჭირდებოდა.