არმიების ჯგუფი "სამხრეთი"ამ დაჯგუფების საოპერაციო ზონა იჭიმება
ქ.სევერსკიდან ქ.დონეცკამდე
შეიცავს ამ დროისთვის ორ ყველაზე აქტუალურ მიმართულებას - ბახმუტს და ავდეევკას
ეს დაჯგუფება ახლა ოპერირებს ორი ძლიერი ოპერატიულ-ტაქტიკური ელემენტით. ერთი ოპერირებს ქ.ბახმუტის რაიონში, მეორე ქ.დონეცკის
მასში შედიან შემდეგი არმიები და სხვა ელემენტები:
1) სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გვარდიული არმია. ფორმალურად რუსეთის არმიებს შორის ყველაზე ძლიერი. მასში შედის 1 და 2 საარმიო კორპუსები და ორი სრულყოფილი მოტომსროლელი დივიზია, მე-20 და 150-ე დივიზიები. ამ ეტაპზე ეს არმია წარმოადგენს "სამხრეთის" მთავარ არმიას
2) ცენტრალური სამხედრო ოლქის მე-2 გვარდიული არმია
3) ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმია
4) დასავლეთ სამხედრო ოლქის მე-3 საარმიო კორპუსი
5) საჰაერო-სადესანტო ჯარების დაჯგუფება. 2 საჰაერო-სადესანტო დივიზია - 98-ე და 106-ე და 3 ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა - მე-11, 31-ე და 81-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადები
ასევე ამ დაჯგუფებაში სხვადასხვა "მოხალისეების" ბატალიონები და შენაერთები შედიან და ყველაზე მეტი "ზეკია".
ტექნიკა და ცოცხალი ძალა:
2023 წლის 18 დეკემბრის დილის მონაცემებით
- ცოცხალი ძალა 156 784 ადამიანი
- ტანკები 758 ერთეული
- ყველა ტიპის ჯავშანტექნიკა (მათ შორის ავტომობილები) 2371 ერთეული
- 100 მმ კალიბრზე ზემოთ საარტილერიო სისტემები - 2359
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები 487 ერთეული
- ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემები 2 ან 4 გამშვები