აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, მეთიუ ბრაიზამ 2008 წლის ომიდან 15 წლის შემდეგ საქართველოს ბოდიში მოუხადა და ისაუბრა აქამდე უცნობ დეტალებზე----
ბრაიზას თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია აგვისტოს ომამდე 4 წლით ადრე, რომ რუსეთი საქართველოში ინტერვენციას გეგმავდა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშმწემ განაცხადა, რომ იგი ესაუბრა საქართველოს იმ დროინდელ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ჟვანიას, რომელიც აფრთხილებდა ამერიკელებს რუსეთის მიერ როკის გვირაბში ჯავშანტექნიკის გადაადგილებისა და საომარი მოქმედებების დაწყებისთვის მზადების შესახებ.
მიუხედავად, საქართველოს მთავრობის არაერთი განცხადებისა, აშშ-სა და ევროპაში არ დაიჯერეს, რომ არსებობდა ომის რეალური საფრთხე, რომ რუსეთი აპირებდა საქართველოს ხელახალ ოკუპაციას.
„საქართველოს მხარდაჭერა, რომ ის ნატოს წევრი გამხდარიყო, იყო პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკა, მისი განსაკუთრებული პოლიტიკა. რაც შეეხება ომს, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა - საქმე ის არის, რომ რუსეთს უნდოდა ამ ომის პროვოცირება, რუსეთი ამ ომისთვის ემზადებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. მე მახსოვს, 2004 წლის ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა ზურაბ ჟვანიამ დამირეკა და მითხრა, რომ ჰქონდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსული ჯავშანტექნიკა და ტანკები როკის გვირაბის გავლით გადმოვიდოდნენ სამხრეთ ოსეთში, ჯავის რაიონში და მან გვთხოვა დახმარება - გაგვერკვია, რა ხდებოდა. ანუ ინტერვენციამდე 4 წლით ადრე რუსეთი უკვე ემზადებოდა. ვაშინგტონისა და ევროპელი პარტნიორების შეცდომა იყო ის, რომ ვერ იჯერებდნენ - რუსეთს თუ შეეძლო ომის დაწყება საქართველოს ტერიტორიაზე. მე მქონდა დავალება, რომ დამემშვიდებინა პრეზიდენტი სააკაშვილი. მახსოვს, გერმანიაში ვიყავით. იყვნენ ელჩები დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან. ერთ საღამოს მათ ვუთხარი, - იცით, თუ ჩვენ ეხლა რეაგირება არ გვექნება იმაზე, რასაც რუსეთი გააკეთებს, ჩვენ ვიქნებით დამნაშავეები ომში, იმიტომ, რომ ომი აუცილებლად იქნება-მეთქი. ერთმა ადამიანმა ამ ჯგუფიდან ცალკე, პირისპირ მთხოვა გასაუბრება და მითხრა: "მეთ, შეიშალე? რუსეთი არ აპირებს ომს საქართველოში". "ჩემო მეგობარო, კი, რუსეთი ნამდვილად აპირებს ომს", - ვუპასუხე. ჩვენ დავუშვით უდიდესი შეცდომა. შეცდომა იყო ის, რომ რეაგირება არ მოვახდინეთ, ინფორმაცია არსებობდა, ნიშნებიც იყო, მაგრამ ჩვენ არ გვინდოდა დაგვეჯერებინა. ეს იყო საშინელი შეცდომა, ბოდიშს ვიხდი“ ,- ბრაიზა.
„შტაინმაიერი მაშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მე არასდროს დამავიწყდება, ჩვენ ვაშინგტონში როგორ დავწერეთ ოპერატიული გეგმა იმისათვის რომ კოდორის ხეობასა და მის მიმდებარედ შეგვემცირებინა დაძაბულობის დონე. ეს ნიშნავდა რომ ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მონაწილეობა უნდა მიეროთ კოდორის ხეობაში ისეთ აქციებში, მე მხედველობაში არ მაქვს პოლიცია, ევროკავშირი მაქვს მხედველობაში, რომ რუსეთს არ შეძლებოდა კოდორზე თავდასხმა. იყო სხვა ნაბიჯებიც გათვალისწინებული, იმისათვის რომ დაერწმუნებინათ სეპარატისტები ქართული მხარის კეთილ ნებაში და ა.შ. მე ჩავედი ბერლინში, ამის შესახებ ვესაუბრე კოლეგებს ინგლისიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან. ჩვენ შევხვდით შტაინმაიერს. მან თქვა - კარგი. საინტერესოა, მადლობა ამ გეგმისთვის და აიღო ეს გეგმა და საერთოდ შეცვალა, იმისათვის რომ რუსეთი არ გაბრაზებულიყო. ახლა ის ხვდება, რომ ეს უზარმაზარი შეცდომა იყო, მაგრამ... ახლა ის ხვდება, ყველა ხვდება, რომ შეცდომა იყო, ორბანის გარდა, სავარაუდოდ," - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.
პ.ს კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ 2008 წელს ომი რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს არ დაუწყია !!!
კაი რაა

შეგეცი ამერიკა და ევროპა მართლა
* * *
აი ტალიავინმა საიდან დააკსვნა რო ჩვენ დავიწყეთ რამე ჩვენ რო შეგვტენეს ყველაფერი
დედას ###### მაგისი
ისე სად გდია ეხლა ნეტა