bum65თვითმფრინავს უყენია სპეციალური მოწყობილობა რომელიც რადარის მიერ დასხივების შესახებ შეატყობინებს პილოტებს და წინასწარ იციან რომ მიზანშია ამოღებული.
ძველ საბჭოთა თვითმფრინავებზე ასე გამოიყურება სისტემა "Береза". ინდიკატორი განათდება და გეტყვის საიდან რომელ ნაწილში გასხივებენ და სავარაუდოდ რა ტიპის რადარი.

დალშე რაც წერია.
თანამედროვე სუ-34-ს უყენია უფრო ახალი სისტემა რომელიც SEAD-ს (Suppression of Enemy Air Defenses) უნდა აკეთებდეს დასხივების შემდეგ იმ მიმართულებით საიდანაც რადარი ასხივებს საპასუხოდ Х-31ПД ტიპის რადარსაწინააღმდეგო რაკეტის გაშვებით თუ ეს რაკეტა უყენია

და ბოლოს სუ-34-ს უყენია ჯგუფური დაცვის რადიო-ელექტრონული ბრძოლის კონტეინერი "Хибины" რომელიც მტრის რადარს ახშობს და იცავს ინდივიდუალურ თვითმფრინავს ან ჯგუფურად რამდენიმეს თუ ერთად დაფრინავენ
შედარებით თანამედროვე ჰსთ-ს ჩახშობა რუსულ "რებ"-ს არ გამოუვიდა თავიდანვე, როცა საკუთარი წარმოების საბჭოთა С-300-ები და ბუკები ვერ ჩაახშესიმის მოლოდინი რომ "პეტრიოტს" ჩაახშობენ არ უნდა ქონდეთ
ანუ ს-300 თვითონ დააპროექტეს და ვერ ჩაახშეს ეფექტურად.
პეტრიოტი როგორ მუშაობს ეგრე ზუსტად საერთოდ არ იციან
ახლა წარმოიდგინე რუსი პილოტი რომ ხარ და საბრძოლო მოქმედებების თეატრზე 10 სხვადასხვა ტიპის დასავლური და საბჭოთა ჰსთ ერთად მოქმედებს
რამდენი სხვადასხვა სიხშირე უნდა ჩაახშო რომ რებ-ი გიცავდეს +- წესიერად
Frequency hopping-ს აკეთებენ ჰსთ სისტემები თან.
სავარაუდოდ მაგ სუ-34-ებს აცილებდა დაცვის როლში გამანადგურებელი სუ-35 რომელსაც ექნებოდა რადარსაწინააღმდეგო რაკეტა X-31.
მარა მაგ სუ-35-საც ესროლეს და მოხიაო როგორც ამბობენ
პ.ს
ამიტომ დასავლური "რებ"-ი საკმაოდ საიდუმლო და სენსიტიური ინფორმაციააამერიკას აქვს შესწავლილი როგორც ს-300 ასევე სხვა საბჭოთა ჰსთ სისტემები და დიდი ალბათობით ამ შესწავლის საფუძველზე გამომუშავებული მათი ჩახშობის ალგორითმები
ასე რომ მნიშვნელოვანია რომ ა.შ.შ-მ უკრაინას F-16-ებთან ერთად მიაწოდოს +- თანამედროვე რებ კონტეინერი