შენი მაგეებზე დაწერილი თუ პაატა გიგაურის პოსტი?
შენ რა შუაში ხარ?
გერმანიას პირველ და მეორე მსოფლიო ომებში ყველაზე ძლიერი არმიები ყავდა ცალკე აღებული
ცივი ომის პერიოდში კი დასავლეთის ბანაკში ამერიკის მერე ყველაზე ბრძოლოსუნარიანი არმია ფრგ-ს ყავდა, მეორე მხრიდან კი საბჭოთა კავშირის მერე ყველაზე ძლიერი არმია გდრ-ს ყავდა
სანამ საფრთხეს გრძნობდნენ და სანამ მილიტარიზმს ეწეოდნენ ისტორიაში საუკეთესო არმიები ყავდათ და თუ მოინდომეს კიდევ ეყოლებათ
ასე, რომ ვის ვის და გერმანიას ნამდვილად არ ესწავლება არც მილიტარიზმი, არც ჯარის შექმნა, არც ომი და არც საუკეთესო სამხედრო ინდუსტრიის გაშლა
რაც შეეხება არსებულ რეალობას
გერმანია არის ნატოს წევრი და მის ქოლგაში
გერმანიაში ბაზირებულია უმსხვილესი ბაზა, სადაც განლაგებულია ბირთვული არსენალი და საბჭოთა კავშირის დაშლის მერე აღარანაირი საფრთხე აღარ ჰქონდათ, რის გამოდაც ფულს დებდნენ ეკონომიკაში და იმიტომაც აქვთ მონსტრი ეკონომიკა (ბრიტანეთსაც და საფრანგეთსაც გადაასწრეს ბევრად, მიუხედავად იმისა რომ 40 წელზე მეტი ორად იყვნენ გაყოფილი და მეორე მსოფლიო ომში წაგების ფონზე გაძარცვეს)
ეხლა კი არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე
კვლავ დაიწყეს მილიტარიზმი
100 მილიარდიანი გადაუდებელი ბიუჯეტის გარდა, ყოველ წლიური თავდაცვის ბიუჯეტის GDP-ს 2%-მდე გაზრდას აპირებენ, რაც იქნება 90 მილიარდ ევროზე მეტი
დაიწყეს საჰაერო ძალების გადაიარაღება (F-35-ები შეუკვეთეს და ბოლო თაობის ტაიფუნები)
ასევე საფრანგეთთან ერთად მუშაობენ მე-6 თაობის გამანადგურებელზე
დაიწყეს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გადაიარაღება (აროუ-3-ები შეუკვეთეს, ასევე ირისები) და აპირებენ ევროპის ქოლგის შექმნას კიდე 20-მდე ქვეყანასთან ერთად
დაიწყეს საარტილერიო და ჯავშანსატანკო ნაწილების გადაიარაღება (ლეოპარდ 2A8-ები, ლინქსები, პუმები, ბოქსერები შეუკვეთეს)
დაიწყეს ფლოტის გადაიარაღება (შეუკვეთეს თანამედროვე დესთროიერები, ფრეგარები, კორვეტები, წყალქვეშა ნავები და ა,შ)
აპირებენ ჯარის რიცხოვნობის ზრდას
და მუშაობენ ევროპული არმიის ჩამოყალიბებაზე საფრანგეთთან ერთად
და 5 წლიანი გეგმით ევროპის ყველაზე ძლიერი არმიის ყოლას
ასე, რომ არამგონია ჩვენი სანერვიულო იყოს, რამენაირად მიხედავენ თავს
ეხლა აბა საფრანგეთის და ბრიტანეთის არმიებს გადაავლე თვალი
რამდენ-რამდენი ტანკი, ავიაცია, ჰსთ და ა,შ ყავთ
ბრიტანეთის ჯავშანსატანკო, საარტილერიო, საჰაერო თავდაცვის ნაწილები კიდევ უფრო უარეს დღეში არიან
არც საფრანგეთის 200 ლეკლერკი, 70 ერთეული ცეზარი და 5 ბატარეა ასტერი არ დაგავიწყდეს
ასე, რომ მთლიანი ევროპის პოლიტიკა იყო არამილიტარისტული და არა მხოლოდ ერთი ქვეყნის
This post has been edited by DIDGORI-GEO on 13 Dec 2023, 16:22