მიუხედავად იმისა რომ ჩვენი თავად აზანურობის მციარე ნაწილი ტყვის სყიდვით ცხოვრობდა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში,
მეორე უმეტესი ნაწილი სამშობლოსთვის სისხლს ღვრიდა
1857 წლის ოქტომბერში დადეშქელიანი ქუთაისში გენერალ-გუბერნატორ გაგარინთან დაიბარეს. სანამ გუბერნატორს ეახლებოდა, სვანეთის მთავარი ქუთაისის ერთ-ერთ ეკლესიაში წირვას დაესწრო. ლოცვის დროს საპოლიციო უბნის რწმუნებული მივიდა მასთან და მოახსენა: თქვენო ბრწყინვალებავ, გენერალ-გუბერნატორი გიბარებთ, ახლავე უნდა მიბრძანდეთო.
— როგორ თუ ახლავე? ვერა ხედავთ, ვლოცულობ! მოახსენეთ, წირვა რომ გათავდება, მაშინ წამოვალ, — უთხრა დადეშქელიანმა.
უბნის რწმუნებული წავიდა, მაგრამ მალე უკანვე დაბრუნდა:
— თქვენო ბრწყინვალებავ, გაგარინი კატეგორიულად მოითხოვს, რომ ახლავე წამობძანდეთ, გორდში (დადიანების რეზიდენცია) მიბრძანდება და წასვლის წინ თქვენი ნახვა სურს.
დადეშქელიანი ბრაზისგან აენთო, ხელი სატევარზე წაივლო, მაგრამ ემოციები მოთოკა, ქუდი დაიხურა და ეკლესიიდან უხმოდ გავიდა. გზაში გუბერნატორის კანცელარიის უფროს იზუმოვსკის შეხვდა და ის გაუძღვა გაგარინის ოთახამდე.
გუბერნატორი მიესალმა თავადს:
ძალიან მწყინს, წირვის დროს შეგაწუხეთ. თქვენი საქმის შესახებ ქაღალდი მოვიდა, რომელიც ხელმწიფესთან არის გაგზავნილი პეტერბურგში. ხელმწიფე მოწყალეა და წყალობას არ მოგაკლებთ, მაგრამ სანამ ბეტერბურგიდან პასუხი მოვიდოდეს, მეფისნაცვალმა საჭიროდ დაინახა, საცხოვრებლად ერევანი დაგენიშნოთ. თქვენ ახლა იქ გაემგზავრებით.
კონსტანტინეს სისხლი ყელში მოაწვა, თვალები აემღვრა, ხელი ისევ სატევრისკენ გაექცა, მაგრამ თავი მოთოკა და გაგარინს მოახსენა – სვანეთში სამთავრო და ოჯახი უპატრონოდ მყავს მიტოვებული და, აბა, ერევანში წასასვლელად სად მცალიაო.
გაგარინი დაჰპირდა, რომ სამთავროსა და ოჯახს სანდო ადამიანი მიხედავდა, მერე კი ისინიც ერევანში გადავიდოდნენ საცხოვრებლად.
აშკარა იყო, რომ მთავრობას მურზაყანის სვანეთიდან ოჯახიანად გასახლება და სამთავროს გაუქმება ჰქონდა გადაწყვეტილი, გაგარინი უბრალოდ თვალთმაქცობდა. გუბერნატორმა თავი დაუკრა დადეშქელიანს და აგრძნობინა, რომ აუდიენცია დამთავრებული იყო. მერე უჯრიდან ფულის დასტა ამოიღო, რომ სვანეთის მთავრისთვის მიეწოდებინა, მაგრამ აქ გაწყდა კონსტანტინეს მოთმინების ძაფი, ხანჯალი დაჰკრა გაგარინს და ფულიანი მარჯვენა წააცალა. გუბერნატორმა მწარედ შეაგინა სვან თავადს, რომელიც გამძვინვარებული მიეჭრა მას, მაგიდაზე დააგდო და სატევარი მთელი ძალით ჩასცა გულში — ისე მძლავრად, რომ სატევარმა მაგიდა გაიარა და მის ქვეშ შიშისგან,
ამასობაში გაგარინის ადიუტანტი თალხან არდიშვილი ხმალშემართული მიეპარა სვანეთის უკანასკნელ მთავარს. მაგრამ დადეშქელიანმა შენიშნა ის და უყვირა, ქართველი ხარ და ნუ დამაქცევინებ შენს სისხლსო.
მაგრამ არდიშვილი ბოლომდე გუბერნატორის ერთგული დარჩა და კონსტანტინეს ხმალი მოუქნია. დადეშქელიანმა ხმალი აიცდინა და ადგილზე განგმირა ადიუტანტიც.
მერე ის იყო, კიდევ ერთი ოფიცერი მოიცილა თავიდან, რომ მის წინაშე გოლიათური აღნაგობისა და დიდი ძალის მქონე მზარეული მაქსიმე აიტუზა. გაგარინის ერთგულმა მზარეულმა დაჭერა მოუნდომა დადეშქელიანს, მაგრამ ამ უკანასკნელმა კედელზე მიასხმევინა ტვინი.
გუბერნატორის რეზიდენცია სასაკლაოს დაემსგავსა. ცოფმორეული კონსტანტინე ლომივით ბრდღვინავდა და მზად იყო, გუბერნიის მთელი სამოხელეო აპარატი სისხლში ამოეხრჩო, მაგრამ იქ მყოფი სახელოვანი ოფიცრებიდან ზოგმა გაქცევით უშველა თავს, ზოგიც კარადებში შეიმალა. კონსტანტინე იქაურობას გაეცალა და ჯაჭვის ხიდისკენ გაემართა.
ქართველო
დადეშქელიანის ბოლო ბრძოლა: ამბავი სვანეთის უკანასკნელი მთავრისა
სვანეთში აღნაგობითა თუ სულიერად „გოლიათი“ ადამიანები არასდროს უკვირდათ, მაგრამ კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანის მსგავსი ცოტა თუ ყოფილა ვინმე.
კონსტანტინე იშვიათი სილამაზისა და აღნაგობის ვაჟკაცი იყო, ზრდილი და თავაზიანიც. თანამედროვეთა გადმოცემით, როცა სვანეთის მთავარი ქუთაისის ქუჩებში გაივლიდა, უკან მთელი ბრბო აედევნებოდა, ქუთაისელი ბანოვანები სახლების აივნებზე გადმოდგებოდნენ და მთიელ რაინდს მზერას არ აშორებდნენ. ბევრი უცნობი ბინაზეც აკითხავდა, რომ ახლოს ენახა მურზაყან „შავსევდიანი“.
კონსტანტინე დადეშქელიანში ერთდროულად იყო განსხეულებული თვალტანადობა, ლომის ძალგულოვნება, ვეფხის სიმარდე და თავმდაბლობა.
„კონსტანტინე დადეშქელიანი გოლიათური აღნაგობის ვაჟკაცი ყოფილა. ორი დადიანი სკამზე შესდგებოდა თურმე და მის ჩოხაში ორივენი ეტეოდნენ. მე მინახავს მისი სვანური სატევარი, მეტრ ნახევარი სიგრძისა“, — წერდა კონსტანტინე გამსახურდია.
კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანი ზემო სვანეთის სოფელ ფარში დაიბადა. მისი მამა, ციოყი, ჩრდილოკავკასიელ მთიელებთან ბრძოლაში დაიღუპა სრულიდ ახალგაზრდა.
1857 წლის ოქტომბერში დადეშქელიანი ქუთაისში გენერალ-გუბერნატორ გაგარინთან დაიბარეს. სანამ გუბერნატორს ეახლებოდა, სვანეთის მთავარი ქუთაისის ერთ-ერთ ეკლესიაში წირვას დაესწრო. ლოცვის დროს საპოლიციო უბნის რწმუნებული მივიდა მასთან და მოახსენა: თქვენო ბრწყინვალებავ, გენერალ-გუბერნატორი გიბარებთ, ახლავე უნდა მიბრძანდეთო.
— როგორ თუ ახლავე? ვერა ხედავთ, ვლოცულობ! მოახსენეთ, წირვა რომ გათავდება, მაშინ წამოვალ, — უთხრა დადეშქელიანმა.
უბნის რწმუნებული წავიდა, მაგრამ მალე უკანვე დაბრუნდა:
— თქვენო ბრწყინვალებავ, გაგარინი კატეგორიულად მოითხოვს, რომ ახლავე წამობძანდეთ, გორდში (დადიანების რეზიდენცია) მიბრძანდება და წასვლის წინ თქვენი ნახვა სურს.
დადეშქელიანი ბრაზისგან აენთო, ხელი სატევარზე წაივლო, მაგრამ ემოციები მოთოკა, ქუდი დაიხურა და ეკლესიიდან უხმოდ გავიდა. გზაში გუბერნატორის კანცელარიის უფროს იზუმოვსკის შეხვდა და ის გაუძღვა გაგარინის ოთახამდე.
გუბერნატორი მიესალმა თავადს:
— ძალიან მწყინს, წირვის დროს შეგაწუხეთ. თქვენი საქმის შესახებ ქაღალდი მოვიდა, რომელიც ხელმწიფესთან არის გაგზავნილი პეტერბურგში. ხელმწიფე მოწყალეა და წყალობას არ მოგაკლებთ, მაგრამ სანამ ბეტერბურგიდან პასუხი მოვიდოდეს, მეფისნაცვალმა საჭიროდ დაინახა, საცხოვრებლად ერევანი დაგენიშნოთ. თქვენ ახლა იქ გაემგზავრებით.
კონსტანტინეს სისხლი ყელში მოაწვა, თვალები აემღვრა, ხელი ისევ სატევრისკენ გაექცა, მაგრამ თავი მოთოკა და გაგარინს მოახსენა – სვანეთში სამთავრო და ოჯახი უპატრონოდ მყავს მიტოვებული და, აბა, ერევანში წასასვლელად სად მცალიაო.
გაგარინი დაჰპირდა, რომ სამთავროსა და ოჯახს სანდო ადამიანი მიხედავდა, მერე კი ისინიც ერევანში გადავიდოდნენ საცხოვრებლად.
აშკარა იყო, რომ მთავრობას მურზაყანის სვანეთიდან ოჯახიანად გასახლება და სამთავროს გაუქმება ჰქონდა გადაწყვეტილი, გაგარინი უბრალოდ თვალთმაქცობდა. გუბერნატორმა თავი დაუკრა დადეშქელიანს და აგრძნობინა, რომ აუდიენცია დამთავრებული იყო. მერე უჯრიდან ფულის დასტა ამოიღო, რომ სვანეთის მთავრისთვის მიეწოდებინა, მაგრამ აქ გაწყდა კონსტანტინეს მოთმინების ძაფი, ხანჯალი დაჰკრა გაგარინს და ფულიანი მარჯვენა წააცალა. გუბერნატორმა მწარედ შეაგინა სვან თავადს, რომელიც გამძვინვარებული მიეჭრა მას, მაგიდაზე დააგდო და სატევარი მთელი ძალით ჩასცა გულში — ისე მძლავრად, რომ სატევარმა მაგიდა გაიარა და მის ქვეშ შიშისგან მოკრუნჩხული მოხელე, ვინმე ილინიც განგმირა.
ამასობაში გაგარინის ადიუტანტი თალხან არდიშვილი ხმალშემართული მიეპარა სვანეთის უკანასკნელ მთავარს. მაგრამ დადეშქელიანმა შენიშნა ის და უყვირა, ქართველი ხარ და ნუ დამაქცევინებ შენს სისხლსო.
მაგრამ არდიშვილი ბოლომდე გუბერნატორის ერთგული დარჩა და კონსტანტინეს ხმალი მოუქნია. დადეშქელიანმა ხმალი აიცდინა და ადგილზე განგმირა ადიუტანტიც.
მერე ის იყო, კიდევ ერთი ოფიცერი მოიცილა თავიდან, რომ მის წინაშე გოლიათური აღნაგობისა და დიდი ძალის მქონე მზარეული მაქსიმე აიტუზა. გაგარინის ერთგულმა მზარეულმა დაჭერა მოუნდომა დადეშქელიანს, მაგრამ ამ უკანასკნელმა კედელზე მიასხმევინა ტვინი.
გუბერნატორის რეზიდენცია სასაკლაოს დაემსგავსა. ცოფმორეული კონსტანტინე ლომივით ბრდღვინავდა და მზად იყო, გუბერნიის მთელი სამოხელეო აპარატი სისხლში ამოეხრჩო, მაგრამ იქ მყოფი სახელოვანი ოფიცრებიდან ზოგმა გაქცევით უშველა თავს, ზოგიც კარადებში შეიმალა. კონსტანტინე იქაურობას გაეცალა და ჯაჭვის ხიდისკენ გაემართა.
ქალაქს ელვის სისწრაფით მოედო ტრაგედიის ამბავი და მთავრობამ ჯარისკაცები აამოქმედა.
კონსტანტინე ვინმე ბაქრაძის სახლში შევარდა, სადაც მხოლოდ ქალები იყვნენ. დადეშქელიანის სისხლიანი სატევრის დანახვაზე მათ წივილ-კივილი მორთეს და სახლიდან გაცვივდნენ.
— ნუ გეშინიათ, არაფერს გერჩით, ჯარი მომდევს და აქ შევეხიზნეო, — მიაძახა კონსტანტინემ მათ.
მერე კედელზე თოფი შენიშნა და მისით შეიარაღდა. მალე მიაგნეს მის სამყოფელს და ალყა შემოარტყეს სახლს. დადეშქელიანმა სროლა აუტეხა და სამი ჯარისკაცი დაჭრა. საპასუხო ტყვია კონსტანტინეს ბეჭში მოხვდა და ცალი მხარე წაართვა. ამ დროს ფანჯრიდან ერთი ჯარისკაცი შეძვრა სახლში. თავადმა სატევარი მოუქნია, მაგრამ სატევრის წვერი ძელს მოხვდა და ტარში გადატყდა. შეშინებული ჯარისკაცი უკან კი გაიქცა, მაგრამ უიარაღოდ დარჩენილ მთავარს ტყვიებიც გაუთავდა და დამორჩილების გარდა, სხვა აღარაფერი დარჩენოდა.
კონსტანტინე დადეშქელიანს დახვრეტა მიუსაჯეს და განაჩენი მეორე დღესვე მოიყვანეს სისრულეში. თანაც ისე, რომ ქართველებსვე დაახვრეტინეს სვანეთის უკანასკნელი მთავარი, 32 წლის კონსტანტინე (მურზაყან) დადეშქელიანი.
ამ გმირის შთამომავლობასთან ვმეგობრობ, შესაბამისად რუსული ტყუილები მივშალ მოვშალე....
* * *

ივანე, მიხეილ, ალექსანდრე, კონსტანტინე შერვაშიძეები და სვანეთის უკანასკნელი მთავარი კონსტანტინე დადეშქელიანი (მარჯვნიდან მეორე)
* * *
ამის შვილთაშვილს გადახდა, დგას მეტროში კართან და ვიღაც კაცს გზას უღობავს, დიდი პაპის მსგავსი გაბარიტების კაცი გახლდათ, იმან მეტროში რავა დადეშქელიანივით გამეჭიმეო, არ ვარ თუო ამან დადეშქელიანმა...
This post has been edited by sulo on 14 Dec 2023, 20:47