და რა გარანტია აქვთ ამ სირებს რომ ამათ მაგივრად კადიროვს არ დანიშნავენ აქაურობის დირეხტორად ღორები? ან სულაც ბიბილოვს ან ბჟანიას?
ამაზე არ უფიქრიათ?
https://netgazeti.ge/life/701419/?fbclid=Iw...yuJvk2g7LagVbgwევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველო ტრიოს ჯგუფში ერთი ნაბიჯით ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას, რომლებთანაც ამავე სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით გაწევრიანების მოლაპარაკებები იხსნება.
სანახავად ჩამოშალეთ: ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპები
მოლაპარაკებების საწყის ჩარჩოს კიევისა და კიშინიოვისთვის ევროკომისია 2024 წლის გაზაფხულზე წარადგენს. თუ ევროკავშირის ლიდერებმა სხვა რამე გადაწყვეტილება არ მიიღეს, საქართველოსთვის შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღი 2024 წლის შემოდგომაა — გაფართოების ყოველწლიური პაკეტის გამოქვეყნება. ევროკომისია ყოველწლიურად იღებს გაფართოების პაკეტს — ესაა სტრატეგიული დოკუმენტი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ანგარიშები, რომლებშიც შეფასებულია კანდიდატი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატების პროგრესი. თუ ევროკომისია დადებითად შეაფასებს ქვეყნის პროგრესს და იმავდროულად რეკომენდაციას მისცემს საბჭოს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, ევროპულმა საბჭომ ასეთი გადაწყვეტილება, შესაძლოა, 2024 წლის ბოლოს მიიღოს.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, სწორედ შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი იმისთვის, რომ დავეწიოთ ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ — უკრაინას და მოლდოვას. ამ განცხადებისთვის სალომე ზურაბიშვილი მორიგ ჯერზე გახდა კრიტიკის ობიექტი მმართველი გუნდისგან, სადაც აცხადებენ, რომ „კრიზისში მყოფ“ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ არიან.
ევროკავშირის გაფართოების გაჭიანურებული დღის წესრიგი ბოლო ორი ათწლეულია დასავლეთ ბალკანეთით შემოიფარგლება. (1999 წლიდან კანდიდატია ასევე თურქეთი, თუმცა დემოკრატიის უკუსვლის გამო ანკარასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები ჩიხშია შესული). 2022 წლიდან კი, რუსეთის უკრაინაში შეჭრით ნაკარნახევი გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ევროკავშირმა კიდევ უფრო აღმოსავლეთით, ლისაბონიდან თბილისამდე გაფართოების ინტერესი დაიბრუნა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირის გაფართოების იდეა სწორედ კიევმა „გამოიყვანა კომიდან“ და მათ შორის, ტრიოს ქვეყნებს ევროპული პერსპექტივა გაუხსნა უკრაინამ. ევროკავშირის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი დღეს იმეორებს, რომ ორი წლის წინ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატურაზე საუბარი წარმოუდგენელი იყო.
ამასთან, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა თავისი პოლიტიკური წონა და მანამდე გაჭიანურებული ბიუროკრატიის მოქნილობაც აჩვენა და ინტეგრაციის გზაზე მდგომ ქვეყნებს „სწრაფი გაწევრიანების“ იმედი გაუჩინა. თუმცა აქ ბრიუსელი იმეორებს, რომ გაფართოება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესად“ რჩება და ქვეყნის წინსვლა დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე, რომელიც მოიცავს მოქმედ საბაზრო ეკონომიკას, სტაბილურ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ევროკავშირის წესებისა და კანონების მიღების მზაობას.
გაწევრიანების მოლაპარაკებები
კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპი — გაწევრიანების მოლაპარაკებები — არის ყველაზე გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესი, როცა მოიცავს ქვეყნის ე. წ. სკრინინგს და მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით. მოლაპარაკების თავები 6 თემატურ ბლოკშია დაჯგუფებული და ფარავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა საქონლისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა, მედია, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა, დასაქმება და სხვა.
ყველაზე რთულად მიიჩნევა საფუძვლების შესახებ (fundametals) მოლაპარაკებების თავები, რომლებიც პირველ რიგში იხსნება და ბოლოს იხურება. ეს თავებია:
23 — სასამართლო და ძირითადი უფლებები;
24 — სამართლიანობა, თავისუფლება და უსაფრთხოება;
5 — საჯარო შესყიდვები;
18 — სტატისტიკა;
32 — ფინანსური კონტროლი.
საქართველოს მზაობის დონე
მართლმსაჯულების თავი რთული დასაძლევი იქნება საქართველოსთვისაც. ევროკომისიის შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემა მართალია, გარკვეულ დონეზეა მომზადებული, წინსვლა შეზღუდულია. კომისიის თანახმად, რეფორმების ოთხმა ტალღამ სამართლებრივი ჩარჩო გააუმჯობესა, თუმცა უნდა განხორციელდეს შემდგომი, უფრო ფართო, სასამართლო და საპროკურორო დაწესებულებების სრულ დამოუკიდებლობაზე, ანგარიშვალდებულებაზე და მიუკერძოებლობაზე მიმართული რეფორმები; განსაკუთრებით ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
საერთო ჯამში, საკანონმდებლო ჩარჩო, ინსტიტუციური მოწყობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ევროკომისიის შეფასებით, ანიჭებს საქართველოს გარკვეული დონის მომზადებას შემდგომი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმებისთვის.
კიდევ რას ელიან საქართველოსგან?
ევროკავშირის მოლოდინია, რომ უკვე კანდიდატის სტატუსით თბილისი აღარ გააგრძელებს დეზინფორმაციას ევროკავშირსა და მის ღირებულებების წინააღმდეგ (მაგალითად, ომში ჩართვაზე) და მნიშვნელოვანწილად გაზრდის თანხვედრას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, მათ შორის, ევროკავშირის კანონთა კრებულთან, (EU acquis) შესაბამისობაში მოიყვანს კანონმდებლობას ორმაგი დანიშნულების პროდუქტების ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით. თავის ანგარიშში ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ საქართველო არ მოვიდა თანხვედრაში ევროკავშირის სანქციებთან, რომელიც ბრიუსელმა დაუწესა რუსეთს და ბელარუსს და არ შეუერთდა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის შესაბამის განცხადებებს. საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის განცხადებებთან და საბჭოს გადაწყვეტილებებთან საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში 2020 წლის (62%) შემდეგ შემცირებულია: 2022 წელს – 44%, 2023 წელს – 43%.
რეფორმა ევროკავშირსაც სჭირდება
ევროკავშირის გაფართოების წინაპირობები მხოლოდ კანდიდატი ქვეყნების მზაობით არ შემოიფარგლება. ევროკავშირს ასევე უნდა შეეძლოს ახალი წევრების ინტეგრაცია.
14-15 დეკემბრის სამიტის მთავარი ინტრიგა მდგომარეობდა, შეძლებდა თუ არა ვიქტორ ორბანი უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის დაბლოკვას. მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ უნგრეთისთვის კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კითხვების გამო შეჩერებული ათმილიარდიანი დახმარების განბლოკვა გადაწყვიტა, ბუდაპეშტმა ამჯერად უარი თქვა კიევისთვის წინაღობის შექმნაზე.
შანტაჟის ეს მაგალითიც აჩვენებს, რომ რაც მეტად გაიზრდება ევროკავშირის წევრთა რაოდენობა, მით უფრო გაჭირდება ერთსულოვნება. გაფართოებაზე კი ნებისმიერი გადაწყვეტილება უკლებლივ ყველა წევრის თანხმობას საჭიროებს. ევროკავშირში ახლა აქტიური დისკუსიაა, თუმცა არაა საერთო გაგება, როგორი რეფორმა უნდა გატარდეს. საფრანგეთი და გერმანია ემხრობიან, რომ ერთსულოვანი მხარდაჭერის ნაცვლად საგარეო პოლიტიკასა და გადასახადების საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება კვალიფიციური უმრავლესობითაც შეიძლებოდეს. თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ასევე კვიპროსს და საბერძნეთს არ სურთ საგარეო პოლიტიკაზე ვეტოს დაკარგვა, რაც კიდევ უფრო გაზრდის პარიზისა და ბერლინის გავლენებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე. ევროპარლამენტი, თავის მხრივ, მხარს უჭირს ანტიჩიხური მექანიზმების შექმნა საბჭოში, რაც გულისხმობს მეტი გადაწყვეტილების მიღებას კვალიფიციური უმრავლესობით და ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურით.
„მე მჯერა, რომ შემდეგი გაფართოება უნდა იყოს პროგრესის კატალიზატორი. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ვიყოთ გეოპოლიტიკური კავშირი და ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია სწრაფად ვიმოქმედოთ, როცა ერთიანები ვართ“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თვის სიტყვაში ევროპარლამენტის წინაშე და გამოთქვა მტკიცე რწმენა, რომ ევროპის ერთობა 30+ წევრითაც ქმედითუნარიანი იქნება.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის. ევროპარლამენტის რეკომენდაციაა, ასევე არის, გაწევრიანების მოლაპარაკებები 2030 წლამდე დასრულდეს. თუმცა ბლოკის შიგნით ბევრი ამ თარიღს გადაჭარბებულად ოპტიმისტურად მიიჩნევს.