manuchari123456ბატონო თუ ქალბატონო (სქესი არ ვიცი) მანუჩარ.
ბოდიში, არ მეცალა და ვერ შემოვდიოდი ფორუმში.
ახლა გიპასუხებთ.
გირჩევთ გადაიკითხოთ ეს თემა:
ინსტრუქცია - როგორ გავხსნათ თემაიმედია დაგეხმარებათ გარკვევაში, რატომ გადამაქვს ან ვხურავ შეუსაბამო თემებს.
კაციშვილი იმიტომ არ შედის იქ, რომ ყველა ძაღლი და მამაძაღლის თემა აქ იხსნება.
წესრიგზე ჩვენი შეხედულება, ალბათ იმით განსხვავდება, რომ მე მისი არსებობის მჯერა.
ვერ გავიზიარებ თქვენს შეხედულებას, რატომ უნდა იყოს ეს თემა აქ და არა სადმე სხვაგან.
არც თქვენ მოგიწოდებთ, გაიზიაროთ ჩემი შეხედულება.
მაგრამ მოგიწევთ მისი მიღება.
ახლა ვისაუბროთ იმაზე, რა წესები დაარღვიეთ თქვენ ამ თემის გახსნით.
თქვენ გახსენით ახალი თემა იმ საკითხზე, რომლის განყოფილებაში არსებობის მიზანშეწონილება ვერ დაინახა მოდერატორმა.
და თქვენ, იმის მაგივრად, რომ ამაზე მას გასაუბრებოდით ცალკე, იქნებოდა ეს პირად მიმოწერაში ან პირად თემაში, ხელახლა გახსენით თემა.
უფრო სწორად, ხელახლა კი არ გახსენით თემა, საპრეტენზიო თემა გახსენით.
არ დაგიშვიათ, რომ თქვენ თუ გაქვთ არგუმენტები, მოდერატორს, რომელიც ალბათ 15 წელია მოდერირებს აქ, თქვენს არგუმენტებზე პასუხები გაზეპირებული ექნება და იქნებ ღირდა მათი მოსმენაც.
აი ახლაც, ვკითხულობ თქვენს არგუმენტებს და, ასეთი დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ გამეღიმებოდა, ისეთი სუსტია ყველა მათგანი.
მათზე სათითაოდ არ გაგცემთ პასუხს, უბრალო მიზეზის გამო - ზემოთაც მოგახსენეთ, ამას (არგუმენტებით საუბარს) თავისი პროტოკოლი აქვს, რომლის დარღვევის არც საჭიროება არსებობს და არც მაქვს სურვილი.
საპრეტენზიო თემის გახსნის გამო არ მოგცემთ სასჯელს, სიტყვიერ გაფრთხილებას გაკმარებთ.
მაგრამ თემა იხურება.
მიზეზი: თემის დახურვა/გადატანის გასაჩივრებას თავისი წესი აქვს, რომელიც აქ არაა დაცული.
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი