#60933292 · 2 Jan 2024, 21:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინფორმაციოებში აღფრთოვანებას გამოხატავენ იაპონელი ეკიპაჟის და მგზავრების მიმართ. ერთია თეორიული მომზადება და მეორე, როდესაც შემთხვევის ადგილზე ასე მოწესრიგებულად რეაგირებენო. თვითონ მგზავრებშიც არ ყოფილა არანაირი პანიკა, ისე დატოვეს ბორტი. თან ყველა სათადარიგო ვერც გაუხსნიათ უკვე გაჩენილი ხანძრის გამო.
------------- არ მიყვარს ხოლმე ასეთი პოსტები, მაგრამ ახლა მეც ვწერ: ხომ წარმოგიდგენიათ, რა ისტერიკას გავმართავდით, ჩვენ რომ ვყოფილიყავით. ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავი კი არა, ჩაის არ ვადუღებთ წივილ-კივილის გერეშე.
ჩემი პატივისცემა იაპონელებს. ნამდვილად შემშურდა.
|