აგერ ბატონო ის სამსახური ვინც წესით და რიგით უნდა მოგვაშოროს მაწანწალა ძაღლები რითია დაკავებული

საერთოდ რაზე მსჯელობთ ხალხო
http://ama.gov.ge/ეხლა მითხარით რა ვქნა ვიცინო თუ ვაგინო,
სააგენტოს ფუნქციებსა და საქმიანობის სფეროს განსაზღვრავს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის № 17-56 დადგენილება. „წესდების“ თანახმად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
მოსახლეობის დაცვა ადამიანისა და სხვა ცხოველებისათვის საფრთხის (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების) მატარებელი ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევთანაზია);
ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების (სახეობების მიხედვით) პოპულაციების მართვა და კონტროლი, თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა;
ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გამტარობის შესაძლებლობების გათვალისწინებით, უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, ცხოველთა თავშესაფარში მათი განთავსებისა და შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით;
ცხოველების იდენტიფიკაცია (ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსება) მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან საჭდით („ბირკით“) და ცხოველთა ტრანსპორტირება პოპულაციების მართვისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველსაყოფად;
ცხოველების გაჩუქება, მიკედლება ან/და დაინტერესებულ პირთათვის მათი დაბრუნება, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში მათი მოვლა-პატრონობის პირობების კონტროლი;
ცხოველთა უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება, სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფა;
ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ფუნქციონირებისათვის სათანადო პირობების (ვეტერინალური, სანიტარული, უსაფრთხოების, ტექნიკური და სხვა) უზრუნველყოფა;
უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება ცხოველებთან მოპყრობის, მათთან ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე;
კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;
მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა ზარებზე ეფექტური და დროული რეაგირება;
კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამისი სამსახურების კოორდინაცია და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება;
24-საათიან რეჟიმში მოსახლეობის შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება და სხვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული სააგენტოს დებულება , ასევე გაეცნოთ
ასრულებენ?
http://ama.gov.ge/page/259
მოსახლეობის დაცვა ადამიანისა და სხვა ცხოველებისათვის საფრთხის (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების) მატარებელი ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევთანაზია);ხოდა როდის იჭერთ ძAღლებს ან სად გადაგყავთ დიღმიდან ვაკეში?

ვაკიდან პლეხანოვზე და ბოლოს გლდიანში??
ცვეტში მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ერთი ძაღლი (სანამ წიწაკის სპრეის შEვიძEნდი) მერჩოდა ყეფა ყეფით მაცილებდა მაიკოვსკის ძეგლიდან ხიდამდე,
ხოდა მერე მართლაც გაქრა ეს საყვარული ცუგა
და იგივე გამეჩითა ჭავჭავაძეზე გალაკტიონის ძეგლთან და ისევ მომვარდა
This post has been edited by tengo9786 on 12 Feb 2024, 10:21