#60949789 · 11 Jan 2024, 13:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე ვფიქრობ საქმე შემდეგშია, ნაციონალური მოძრაობა ვერ იგებს არჩევნებს, ვერ ახერხებს ხმების მობილიზებას, ისინი თავის წარუმატებლობას აბრალებენ ეკლესიას, ასევე ნაცმოძრაობა ახლოს არის არასამთავრობო სექტორთან რომელთა უმრავლესობა იცავს სექსუალური უმცირესობის ინტერესებს, შესაბამისად სწორად ამ პარტიის დაკვეთით ხდება სხვადასხვა ინსინუაციები და პროვოკაციები ეკლესიის მიმართ, რასაც თავისდა უნებურად ხელს უწყობს კორუმპირებული და გაუნათლებელი მამაოები რომლებიც თავისი სიბრიყვიდან გამომდინარე გარკვეული სიმპატიებით არიან გამსჭვალული რუსეთის მიმართ, ორივე მხარეს ერთმანეთი მიაჩნია მოღAლატედ,
რეალურად ჩხუბი და დავა მიდის არაფრის გამო, საქართველო სულ სხვა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, არც ნაცები არიან ლიბერალ დემოკრატიული ფასეულობების მატარებლები და არც საპატრიარქოა მართლმადიდებლობის მცველი, ორივეს გაკუღმართებული ტვინი აქვს და ორივე მხოლოდ საკუთარ ინტერესზე ფიქრობს
--------------------
ფიზიკური ვარჯიში ჩაანაცვლეს ფეხბურთის ყურებით , სიმამაცე -ისტერიით, სექსი- პორნოგრაფიით, პატრიოტიზმი-რუსოფობიით, რისხვა-წარმოსახვითი სადიზმით, განათლება-ზედაპირული ინფორმაციით, თავისუფლება-უდისციპლინობით
|