ოკ, აი რაც მოვიძიე
შპს „მესხური ბარაქა"
საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცმების მიხედვით, საქართველოს საპატრიარქო 50%-იან წილს ფლობს შპს „მესხური ბარაქა"-ში, აღნიშნული კომპანიის დანარჩენი 50% - კი IOCC საქართველოს ფონდს ეკუთვნის.
საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკევა, რომ 2008 წელს, კომპანია დარეგისტირებულია როგორც კვების პროდუქტების მწარმოებელ, დისტრიბუტორ საწარმოდ. კერძოდ, ის რძისა და რძის პროდუქტების გადადამუშავებელ წარმოებას ეწევა.
შპს „როკი"
კიდევ ერთი კომპანია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპატრიარქოა შპს „როკი" გახლავთ. აღნიშნული შპს-ს 22% თავადაპირველად კომპანიის დირექტორს, რომან კუმელაშვილს ეკუთვნოდა. თუმცა, ამ უკნასკნელისგან 22%-იანი საწესდებო კაპიტალის შესაძენად საპატრიარქომ, 2010 წლის 16 აგვისტოს, 150 000 დოლარი გადაიხადა. ამასთან ერთად, რომან კუმელაშვილმა მოისხნსა დირექტორის თანამდებობა. დღესდღეობით კომპანიის დირექტორი დარეჯან შენგელია გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ შპს „როკი"-ს სამეწარმეო საქმიანობასთან დაკვშირებით მითითებულია, რომ კომპანიას არ აქვს კავშირი: სურსათის, საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, სასმელ-სამეურნეო წყლით მომარაგებასთან და საკვებ ობიექტთან. თუმცა, თუ რა საქმიანობას ეწევა აღნიშნული კომპანია, არსად მითითებული არ არის.
შპს „არგო-სენაკი"
სამაგიეროდ, საკმადო დეტალურად არის განსაზღვრული შპს „არგო-სენაკის" საქმიანობის არცთუ მცირე ჩამონათვალი, სადაც საქართველოს საპატრიარქო 5%-იანი წილის მფლობელია. დანარჩენი 75% ს/ს „არგო ჰოლდინგ ჯორჯია"-ს ეკუთვნის, ხოლო 20%0იანი წილის მფლობელი დავით ფირცხალავა გახლავთ.
საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემების თანახმად, შპს „არგო სენაკი" თავდაპირველად შპს „წყაროს" სახელით, ფოთის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) დააფუძნა. იქვე განისაზღვრა კომპანიის საქმიანობის სახეები: წარმოება (სასურსათო საქონლის, სახალხო მოხმარების და სახალხო რეწვის საქონლის და საწარმოო ტექნიკური დანიშნულების პროდუქციის წარმოება, საბითუმო და საცალო რეალიზაცია, საკომისიო ვაჭრობა. ასევე, ალკოჰოლური და უალკოჰულო სასმელების, მინერალური წყლების ჩამოსხმა, ჩაის წარმოება და გადამუშავება); ვაჭრობა (საკონსიგნაციო და საბაჟო საწყობების შექმნა და ექსპლოატაცია) ტრანსპორტი; (მგზავრების გადაყვანა, ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება და განხორციელება); საზკვება (საზოგადოებრივი კვების პროდუქტების წარმოების, რეალიზაციის მოხმარების ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა - სასადილო, კაფე, რესტორანი, ბარი და ა.შ) ფინანსები (საქართველოსა და უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირების სახსრებისა და მატერიალური რესურსების კოოპერირება, საწარმოთა და ორგანიზაციების თხოვნით აღჭურვილობის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკის, დანადგარების და სხვა ქონების შესყიდვა და იჯარით გაცემა გამოსყიდვის უფლებით (ლიზინგი), საკუთარი საფინანსო დაწესებულების დაფინანსება, საგარეო-ეკომონიკური საქმიანობა, ექსპორტ-იმპორტი) და სხვა საქმიანობის განხორციელება, როგორც რესპუბილიკაში, ასევე, საზღვარგარეთ, რომელიც არ იკრძალება სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობით.
მოგვიანებით, „არგო სენაკში" დამფუძნებელთა წილი შემდეგნაირად გადანაწილდა - 10% ფოთის ეპარქია, ხოლო 90% დავით ფირცხალავა.
1999 წლის 28 ოქტომბრის ცვლილებით კი, შპს „არგო სენაკის" დამფუძნებელთა რიცხვის დაემატა ს/ს „აგრო ჰოლდინგი", კომპანიაში 75%-იანი წილობრივი შენატანით, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ფოთის ეპარქია - 5%, ხოლო დავით ფირცხავალა 20 %. (დღეის მდგომაროებით ,,შპს არგო სენაკი"-ს უძრავი ქონება - სოფელ თეკლარში სასოფლო-სამეურნო მიწის ნაკევთი 84 ჰა. დაყადაღებულია, დანარჩენი ქონება კი იპოთეკით არის დატვირთული).
შპს „დიაბაზი"
მორიგი კომპანია, რომელიც ასევე, კომერციული საქმიანობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს მიერ არის შექმნილი შპს „დიაბაზი" გახლავთ. კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 2500 ლარს, რომლის 100% ეკუთვის საქართველოს საპატრიარქოს.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, შპს „დიაბაზი" -ს საქმიანობა განსაზღვრულია შემდეგნაირად: ეკლესია-მონასტრებისა და სხვა სახის მშენებლობისთვის სამშენებლო მასალების წარმოება, სხვადასხვა სახის ქვის დამუშავება. თუმცა, აქვე მითითებულია, რომ კომპანიას შეუძლია აწარმოოს ნებისმიერი სხვა სახის საქმიანობა, როგორც საქართველოში, ასევე, სხვა ქვეყანაში, რომელიც არ არის აკრძალული ამ ქვეყნის კანონმდებლობით.
შპს „გელათის წყარო"
სამეწარმეო საქმიანობას, მოგების მიღების მიზნით, ასევე, ეწევა კომპანია შპს „გელათის წყარო", რომელიც საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს (შოთა მარგალიტაშვილი) საკუთარებაში ირიცხება. აღნიშნული შპს 2010 წლის სექტემბერში კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ არის რეგისტრირებული. კომპანიის 100%-ს შოთა მარგალიტაშვილი ფლობს, ხოლო დირექტორი თამაზ ნებიერიძე გახლავთ. კომპანიის საწესდებო კაპიტალმა შეადგინა 63.250 ლარი, ქონებრივი შენატანით.
შპს „გელათის წყარო" წესდებაში აღნიშნულია, რომ მისი საქმიანობის საგანია, წყაროს წლის ჩამოსხმა, რეალიზაცია. ასევე, „საზოგადოება ეწევა მოგების მიღების მიზნით წარმოებული ნებისმიერი სახის საქიანობას, რაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის აკრძალული".
როგორც ჩანს, კომპანიას მოგებას წყლის ჩამოსხმაც აძლევს, რომლის რეალიზაცია ბაგრატის ტაძარშიც კი ხდება. ტაძარში გაკეთებულია სპეციალური კუთხე, სადაც ბოთლებში ჩამოსხმული გელათის წყალია დაწყობილი. მათ თავზე კი გაკეთებულია შემდეგი წარწერა: "ნაკურთხი გელათის წყალი, ფასი 1 ლარი
https://newpress.ge/staties_id/542თუ ეს არაა საკმარისი, უფრო ახალი მონაცემებიც მოვიძიე
This post has been edited by tengo9786 on 7 Jan 2024, 19:30