როცა სამება მოაოქროვეს ე მაშინ დაიწყო მსგავსი პრავასლავნიკობა
უფრო სწორად ამაზე რომ ქართველს და მათ შორის სასულიერო პირებს პრეტენზიაბი არ ჰქონდათ...
ტაძრების მოოქროვება არის სლავური ტრადიცია, არცერთი ტაძარი (არადა ძალიან ბევრს ვაგებდით) არც ოქროს ხანაში და არც არასოდეს მოოქროვილი არ გვქონია!
ახლა შეხედეთ რუსულ ბრჭყვიალა ხატებს, მათ ფერებს, კონტრასტს და მერე აიღეთ ქართული ხატწერა, ფრესკები...
რუსული ხატი წააგავს პოლაროიდით გადაღებულ სურათს, სადაც ყვირის ხატი, ხატის მოკაზმულობაზეა გადართული მნიშვნელობა,
ხოლო ქართულ ხატწერაში უფრო კონსერვატული ფერები და მოკრძალება აირეკლება, ხატი არის სალოცავად (ყურადღების მოსაკრებად) შექმნილი ატრიბუტი და არა მედუდურად გადმომცქერი წმინდანის პორტრეტი.
ამიტომაც არაა რუსული საეკლესიო ტრადიცია მისაღები როცა გაქვს შენი, უფრო ძველი, უფრო კარგი, ისტორიებით ნაჭედი!
---
სტალინი და ქრისტეანობა
ამაზე რა უნდა თქვა ქრისტეანმა?
ანუ მატრონას რჩევებით გაიმარჯვა სტალინმაო

))
ანუ ნახე ქრისტეანობიდან გადახვევა
ქრისტე არ დაეხმარა ებრაელებს რომთან ჭიდილში, პირიქით, საკუთარი შვილების ხორც შეჭამთო და ახდა კიდეც..
ქრისტე არ დაეხმარა არაბებთან შემოსევაში, როცა ქრისტეანი ალექსანდრია, ანტიოქია, იუდეა, პალესტინა გაამუსლიმანეს...
ქრისტე არ დაეხმარა ქრისტეანებს როცა ჯვაროსნულ ომებში დაკარგეს წმინდა მიწა..
ქრისტე არ ჩაერია არც ქრისტეანი ელადების აწიოკებაში ოსმალთა მიერ...
ქრისტემ საერთოდ მიატოვა და არ დაეხმარა კონსტანტინეპოლს ანუ ბიზანტიას და მოხდა მისი დამხობა და თურქთა ბატონობა ამ მიწაზე...
და ა.შ.
უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება
თუნდაც საქართველო ავიღოთ.. წაგებული ომები, აოხრებული ქართველი, დანგრეული სახელწიფო, აჩეხილი ვაზი და ჩამომხობილი ეკლესიები...
ანუ ამ ომების დროს ქრისტე არ ეხმარება ქრისტეანებს, მათ შორის ქართველებს, ბიზანტიელებს, ბერძნებს, ანტიოქიას...
მაგრამ ვიღაც მატრონა მოსკოველის ხათრით ეხმარება სტალინს???
ანუ ქრისტეს არ უყვარს ქართველი, ბერძენი, ბიზანტიელი და უყვარს რუსი?
ხედავთ სად არის ამპარტავნება, ტყუილი და სიცრუე?
თუ ქრისტეანი ხარ და წაგიკითხავს მამების სულ ცოტა ნააზრევი
მიხვდები რომ შემოგდებული პრავასლავნიკობაა ეს ყველაფერი და ქრისტეანობასთან კავშირი არ აქვს..
რაცუნდათ ის დაკიდონ
თუმცა ეს არაა ქრისტეანობა!