თემას რომ დავუბრუნდეთ, ამოწურა თუ არა რელიგიამ თავისი თავი
სათაურში ზოგადად რელიგია წერია, მაგრამ აქ ქრისტიანობს განვიხილავთ, სხვა რელიგიებზე საკმარისი ინფორმაცია არ გამაჩნია
რელიგია და ზოგადად ნებისმიერი იდეოლოგია გავყოთ ორად: დოგმა და ფილოსოფია
დოგმა არის როდესაც ვიღაც გიწყვიტავს რა ჭამო, ჩაიცვა, თქვა, გააკეთო, იფიქრო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სია გრძელია
დოგმამ ჩანასახშივე ამოწურა თავისი თავი და ვფიქრობ ამაზე არავინ დავობს
რაც შეეხება ფილოსოფიას, ქრისტიანული მსოფლმხედველობა არის დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი ფუნდამენტი
ის ცდილობს გაიგოს რა ხდება სამყაროში, დედამიწაზე, კოსმოსში, ადამიანის თავში, უხილავ განზომილებებში და სხვა
ძველი აღთქმა არის ამ ფილოსოფიის არქივი, მაგრამ არსებობს ინტერპრეტაციის პრობლემა
ნებისმიერი ვრცელი ტექსტი, იქნება ეს ბიბლია თუ ბეჭდების მბრძანებელი, იძლევა შესაძლებლობას ამოვიკითხოთ ის რაც გვინდა
ამოკრეფ კონკრეტულ წინადადებებს და მიიღებ ნებისმიერი სახის აფირმაციას, შესაბამისად სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს
მოვიყვან ორ მაგალითს
ათი მცნება
მიდიან უდაბნოში მოსე და მისი მიმდევრები. გზად უამრავი სირთულე და გასაჭირი ხვდებათ. მონობას თავი დააღწიეს, მაგრამ აღთქმულ მიწამდე ჯერ შორია
გამწარებული ადამიანები ხან ერთმანეთს დაერევიან, ხან კერპებს გამოაგორებენ, ხან კიდევ რას მოიგონებენ, მოკლედ პრობლემები აქვთ
ადგება მოსე და ეტყვის, აჰა თქვენ ათი მცნება, რომელიც პირადად ღმერთმა გადმომცა

მოიქეცით გონივრულად და არ დაარღვიოთ ეს მცნებები, თორემ ღმერთი დაგჭრით
ხალხი მეტნაკლებად მიიღებს ამ მცნებებს და ავად თუ კარგად მიაღწევენ აღთქმულ მიწამდე
არასწორი დასკვნა: ეს ათი მცნება პირადად ღმერთისგან მოდის, ყველა ადამიანმა, დროსა და სივრცეში უნდა დაიცვას ეს მცნებები და იცხოვორს შესაბამისად
შედარებით უკეთესი ინტერპრეტაცია: მოსემ შეადგინა წესები მათი კონკრეტული მოცემულობიდან და ვითარებიდან გამომდინარე. ჩვენც მივბაძოთ მოსეს და შევქმანთ წესები ჩვენი მოცემეულობიდან და ვითარებიდან გამომდინარე, რათა ვიყოთ წარმატებული და ბედნიერი საზოგადოება
ნოე და ცისარტყელა
წარმოიდგინეთ რომ ნოე არის ბიძინა. არა, პიროვნული თვისებებით ბიძინა არა. მეტად შეძლებული ადამიანი, საკუთარი ზოოპარკით და იახტებით
ერთხელაც აიფონში უყურებს ამინდის პროგნოზს და ხედავს წარღვნა ახლოვდება, მაშინვე გადარეკა ვეზირებთან
ოჯახის წევრები, სურსათი, ყველაფერი სასწრაფოდ დააორგანიზეს
მისი ზოოპარკის ბინადრებმა ხელი ხელს ჩაჰკიდეს და საკუთარი ფეხით ავიდნენ ნოეს ყველაზე დიდი იახტაზე
წამოვიდა წვიმა და წალეკა ყველაფერი, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩნენ
დასრულდა წარღვნა, ჩამოვიდნენ იახტიდან და რას ხედავს ნოე, ცაზე ცისარტყელა გამოისახა
ეს მაშინვე მიიღო ღვთიურ ნიშნად, დაწურა ღვინო და ისე დათვრა რომ ბოლოს შიშველი დარბოდა და ჩაეძინა
აბსურდული ზღაპარია ჰო? ცისარტყელა ნანახი არ ჰქონდათ მანამდე? იწვიმა, გადაიღო და ცისარტყელა ღმერთმა გამოსახა?
სისულელეა, კომიკური ისტერიაა
ახლა მოდი სხვაგვარად მოვყვეთ იგივე ამბავი
თხუთმეტი ათასი წლის წინ დედამიწა სხვანაირად გამოიყურებოდა. ჩრდილოეთ პოლუსზე იყო ბევრად მეტი ყინული, როგორც ანტარქტიდაზეა
კანადა მთლიანად დაფარული იყო სამ კილომეტრიანი ყინულის შრით. ამაზე მეცნიერები თანხმდებიან
ფაქტია რომ ეს ყინული დღეს აღარ არის. აქამდე ითვლებოდა რომ უბრალოდ ნელ-ნელა დათბა და ყინულიც გადნა. მაგრამ რამ გამოიწვია დათბობა უცნობია
გამოჩნდა განსხვავებული თეორია, რომლის მიხედვითაც თორმეტი ათასი წლის წინ დაგვეცა კომეტა, დღევანდელი გრელანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში
ამ შეჯახებამ გამოიწვია კატასტროფული შედეგები, ყინულის დიდი ნაწილი მყისიერად აორთქლდა და გააჯერა ატმოსფერო, რასაც მოჰყვა გადაუღებელი წვიმები
დანარჩენი ყინული რამდენიმე დღის განმავლობაში მთლიანად დადნა, რამაც გამოიწვია ზღვის დონის მომატება 140 მეტრით
ეს 140 მეტრი მას შემდეგ რაც ყველაფერი დაწყნარდა, მანამდე დედამიწას კილომეტრიანმა ტალღამ შემოუარა რამდენჯერმე
მაგდენი ფიზიკა თუ იცით შეაფასეთ, სამ კილომეტრიანი კანადის ხელა ყინული თითქმის მყისიერად ლღვება, რა მოჰყვება?
კაი ვთქვათ 500 მეტრიანი ტალღა, 300 მეტრი იყოს, საკმარისია ნებისმიერი ცივილიზაციის განსანადგურებლად?
შეჯახების შედეგად ყინულის ნატეხები (აისბერგები) გაიტყორცნა კოსმოსში
ზოგი ნატეხი დარჩა ორბიტაზე, ზოგიც დაენარცხა ამერიკის კონტინენტზე და წყნარ ოკეანეში
ამ ყველაფერს ვიღაცები სასწაულებრივად გადაურჩნენ, ვისაც პარანოიის გამო ჰქონდა თადარიგი დაჭერილი
წვიმის გადაღების შემდეგ, როდესაც ცა მოიწმინდა, გამოჩნდა ყინულების სარტყელი, დაახლოებით სატურნის რგოლები რომ წარმოიდგინოთ
ეს სასრტყელი აირეკლავდა მზის სხივებს და იბრჭყვიალებდა ყველა ფრად, დღისით და ღამით
სანახაობა გასტანდა რამდენიმე კვირას ან თვეს, სანამ ყინულები აორთქლდებოდნენ კოსმოსში
ამის შემხედვარე, მეც ვიწამებდი ღმერთს, დავთვრებოდი უგონოდ და ვირბენდი შიშველი. თქვენ რას იზამდით?
This post has been edited by NothingIzi on 22 Jan 2024, 09:02