#60967829 · 20 Jan 2024, 02:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Obser_ver
QUOTE | ამ მაგალითზე ვხედავთ რელიგიის და ეკლესიის ისტორიას. იქ მიხატულებიც თავიანთი დროის ინაშვილები თარხან მოურავები და სხვა მსგავსი პეტსონაჟები არიან, რომლებმაც რაღაც ხრიკებით (ისევე როგორც თანამედროვე ინაშვილებმა) და ძალაუფლებით შესძლეს და მიიხატეს (ტყვილა კი არ ჰქვია მიხატვა) ხატზე საკუთარი თავი. |
მეფეები, თავადები, სხვა რელიგიური პირები.
იდეაში, რაღაც მხრივ გასაგებია მაშინ რატო ახატინებდნენ თავს, ვიდრე ეხლა. ეგრე უფრო შემორჩებოდა მათი "აღნაგობა-გამოხედვა", ანდა რაც გინდა დაარქვი, შთამომავლებს. ეხლა მაინც დაახლოებით ვიცით როგორ გამოიყურებოდა აღმაშენებელი, თამარ მეფე და სხვა მეფე-თავადები (თუ იასნა საერთოდ სხვანაირად არ დახატეს, ანუ გაალამაზეს). და რაც უფრო მეტად იხვეწება ხელოვნური ინტელექტი, ვინიცის იქნებ თითქმის 1:1-ში აღვადგინოთ მათი რეალური სახე მომავალში, ზუსტად მაგ ფრესკების დახმარებით?
დღეს კი, ადამიანმა შთამომავლებს თავი შეგიძლია შემოუნახო მინიმუმ სურათებისა და ვიდეოების სახით, გადაშლიან ფოტო ალბომს ანდა ჩართავენ ვიდეოს და ეგაა რა. ეხლა რო ფრესკაზე ახატინებ თავს, რავი ჩემი აზრით პაკაზუხობაა რა. მაგით თუ ვინმეს იმის თქმა უნდა რომ, მე უფრო მორწმუნე ვარ ვიდრე შენ, ცდებიან. ღმერთს საერთოდ ფეხებზე კიდია შენ ფრესკაზე ხარ დახატული ანგელოზისა თუ წმინდანის ფერხთით გაშანშლული და მისი ფეხის თითების ბრჩხილებს კოცნი თუ რას აკეთებ ანდა ეკლესიის ეზოში დამარხული, მთავარია რა ცხოვრებით იცხოვრე, შენი შინაგანი სამყარო და ა.შ.
წია ისე გამოდის, მარა უკეთ ვერ დავწერ რის თქმაც მინდა.
|