nino darbaiseli
Crazy member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3704
წევრი No.: 57334
რეგისტრ.: 1-April 08
|
#60965625 · 19 Jan 2024, 00:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
#ხდება_რა
ავტორიტარიზმი - დემოკრატიის გარნირით
გიორგი კეკელიძის მხარდასაჭერი ჩემი პოსტები რომ ვავრცელე ეს დღეებია, იმას როდი ნიშნავს, რომ გადავირიე, ეს რა მომხდარა, ასეთი არაფერი მინახავს და მსმენია-მეთქი. ჩავთვალე და ვთვლი, რომ იგი ერისთვის, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს ინტენსიურად ემსახურებოდა, როგორც ბიბლიოთეკარი და ეს ეროვნული საქმე შეფერხდებოდა მისი წასვლით. კიდევ ვიმეორებ, ქვეყნის საქმისთვის აჯობებდა, რაკი უამრავი პროექტი ჰქონდა წამოწყებული, იგი ახალი დირექტორის გვერდით დარჩენილიყო რამე, სხვა თანამდებობაზე (მოადგილე, მისი კონსულტანტი?) ერთია, მე რას ვფიქრობ, როგორ ვგრძნობ და ვხედავ და მეორე - რას ფიქრობენ სხვები, ისინი, ვისაც სრული სურათის დანახვა შეუძლია. კიდევ ვიმეორებ, კონსტანტინე გამსახურდიას - მე კი არა, მთელი საქართველო იცნობს ერუდიტად და წიგნის კაცად და მაინც, საბიბლიოთეკო სფეროში - ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის გამოცდილება - სხვაა და აუცილებლად დასჭირდება. არ მიყვარს ბრმად ვინმეთა ფეხის ხმაზე აყოლა. ეს კარგიცაა და ცუდიც. კარგ მხარედ მიმაჩნია, რომ არ მივეკუთვნები “თავკანტროლდაკარგულთა” არმიას, მოკლე მეხსიერება რომ აქვს. ძველიც მახსოვს და იმის ძველიც! ეს პასუხად დავუტოვე ერთ კომენტატორს, რომელიც მე მომმართავდა და უკიდეგანო აღშფოთებას გამოხატავდა, გიორგის თანამდებობიდან წასვლის გამო ხელისუფლებაა შესაცვლელიო, თითქოს არაფერი მსგავსი აქამდე არ ენახოს და არც გაეგონოს. ხელისუფლება შესაცვლელია თუ არა და რისი გულისთვის - რა ჩემი საქმეა! მანდ არა ხართ?! მოვა არჩევნები, მიბრძანდით და როგორც დემოკრატიას შეეფერება, გამოხატეთ თქვენი აზრი ხმის მიცემა- არმიცემით. დანარჩენი - როგორც პოსტშია.
ნინო დარბაისელი:
“ეჰ, ქალბატონო მანანა, მთლად ამ მთავრობასაც ნუ დააბრალებთ! განა მიშამ არ უწოდა “ჩარეცხილები “ იმ ხალხს, ჩემთაობელებს, ვის ინტელექტუალურ შრომაზეც უნდა მდგარიყო საზოგადოება. სამსახურებიდან გაყარა და უმუშევრები დატოვა. ბევრიც დაიხოცა, ძირითადად პატიოსნები, რადგან ხელფასის გარდა, სხვა სახსარი არ გააჩნდათ, თავის დარგს სწირავდნენ ცხოვრებას, ზოგს არც ოჯახი ჰყავდა, რომ ვინმეს ლუკმა გაეწოდებინა. მე ზოგადი ლაპარაკი არ მიყვარს, კონკრეტულ მაგალითად იყოს დოქტორი ბორის დარჩია, ნათელი დაადგეს! განა მიშა არ იყო, კანადიდან სკოლადაუმთავრებელი გოგო რომ ჩამოიყვანა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაგვასვა? რაო, რა მესიჯი იყო ეს დანარჩენი საზოგადოებისთვის, რომლის წევრებიც საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავდნენ? რა და - მთავარია, პრეზიდენტის კეთილგანწყობა მოიპოვო რამენაირად და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს არც შენს განათლებას, არც გამოცდილებას და არც კვალიფიკაციასო. ეს იყო დიქტატურის თუ არა, ავტორიტარიზმის უკიდურესი, ცინიკური გამოვლინება მაინც - მიშა სააკაშვილის მხრიდან. მისი წყალობით, ვერა ქობალია - ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, წამყვანი დარგის მინისტრად გვყავდა! - ადამიანი ვერც კი გამოთქვამდა საკუთარი თანამდებობის დასახელებას, დევს ვიდეოები იუტუბზე. იქნებ რამეს ვიტყუები? “უდანაშაულობის პრეუმფციაო”, ახლა ხშირ- ხშირად რომ გაიძახიან, მიშა არ იყო, მერვეკლასელი გაწრიპული გოგო - გვანცა ყუფარაძე - გამოძიების დაწყებისთანავე სისხლის სამართლის დამნაშავედ რომ გამოაცხადა მთელს საქართველოში, იმხელა, დევივით ბიჭი დაჭრა სასიკვდილოდო, ტაბურეტკა რომ მიედგა, ეს გოგო თავამდე ვერც ასწვდებოდა იმ მუტრუკს, დღემდე დამალული როა. მიშას ნათქვამს რომ ვეღარ გადაუხვიეს, ციხეში ჩასვეს ბავშვი, გოგო სამარტოო საკანში(!!!) სკოლა იქ დაამთავრა, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა - ახალი ხელისუფლების დროს და დღეს ადამიანთა უფლებებზე მუშაობს? ვიკითხავდი, მაშინ ვინ რა ხმა ამოიღო და რატომ გაჩუმდა-მეთქი, მაგრამ არ ვიცი, ვინ ბრძანდებით. პირადად მე? - დიაღაც, მაშინვე ამოვიღე ხმა. რომელი ერთი გავიხსენო. იმის წინ, შევარდნაძის დროს იგივე არ ხდებოდა? ფაქტი ვიცი უამრავი! აი, ამიტომ არ მჯერა არავისი, ვინც თითქოს ახლა გამოიღვიძა და რამე უსამართლობას ჰკიდა თვალი! ავტორიტარიზმს რაც შეეხება, ეს ისეთი წყობაა, საზღვრებშემომტკიცებულ ქვეყნებშიც შესანიშნავად ხარობს და დიქტატურაშიც მშვენივრად გადადის. დღევანდელ, საზღვრებმორღვეულ საქართველოს კი გარანტირებული აქვს ავტორიტარიზმი, უკეთეს შემთხვევაში, დემოკრატიის მეტი გარნირით, ვიდრე ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენდეს. თუ ვინმემ იცის ნამდვილად და არა - ფასადურად დემოკრატიული ქვეყანა, სახელმწიფო - მთელს მსოფლიო რუკაზე, რომელიც თან დემოკრატიულია და თან არა უბრალოდ, რაიმე საზღვრის, არამედ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, ოკუპირებულია მისი ერთი მეხუთედი ან რამე მსგავსი, დამისახელოს და დაე, მეორე იყოს საქართველო!
This post has been edited by nino darbaiseli on 19 Jan 2024, 00:21
--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
|