თქვენთვის მიშა მაგარიას ვინც არ იძახის ყველა მიუღებელი და ცუდი კაცი როგორ არის ?
წაკითხული მაქვს გიორგის პროზაული ნაწარმოებები და თუნდაც ის პოპულარული გურული დღიურები არაფერი წიგნი არ არის.
მოკლედ, სუსტი მწერალია, როგორც თანამედროვე ქართველი მწერლების 95პროცენტი.
არც მისი- ეს დრამები და სენტიმენტალიზმი არ მომწონს, პირიქით მაღიზიანებს კიდეც.
გოგოების თემა არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ბევრმა გოგომ დაწერა, რომ ვინც გამარჯობას ეტყოდა- ყველასთან ცდილობდა ფლირტს )))
ახლა, იდალური არავინ ვართ და ეს რაც მე ჩამოვთვალე არ არის ისეთი ცოდვები ადამიანს ხაზი გადაუსვა.
ძალიან პატარა მინუსებია.
სამაგიეროდ მაგ ახალგაზრდა ბიჭმა შეძლო და ლამის მკვდარი ბიბლიოთეკები აამუშავა რეგიონებში.
თავად ვარ მოწმე თუ როგორ დადიოდა სხვადასხვა უპატრონოდ მიგდებულ რეგიონებში და ახალგაზრდებში წიგნების კითხვის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს. უამრავ სკოლას და ბიბლიოთეკას დაეხმარა, ასევე საკმაოდ კარგი პროექტები გაახროციელა.
ახალგაზრდებში და ციცო დეიდებშიც პოპულარულია და ამავე დროს, არც ცუდი ადამიანი ჩანს.
მოკლედ, კარგის მეტი არაფერი უკეთებია მაგ ბიჭს თავის თანამდეობაზე.
ახლა, ნიჭიერი მწერალი რომ არ არის და ქალების მოყვარულია, მაგის გამო ადამიანის გაშავება- არ არის სწორი.
რაც შეეხება კოკას- როგორც ლიტმცოდნე და განათლების მხრივ გიორგიზე მაღლა დგას. ზვიადისტების და მეგრელების გარკვეული ნაწილი მის მხარეს არის. მაგრამ ამ ბოლო დროს, აშკარად ქოცად გადაიქცა და ანტიუკრაინული პოსტებიც ჰქონდა, ოღონდ ეგ პოსტები არ იყო პირდაპირ აზრის დაფიქსირება, შეპარვით წერდა. ქოცად რომ ყალიბდება-ეგ თვალში საცემია და დღევანდელი მთავრობის მხარეს რომ გადმოვიდა.
ქოცების ქმედება არაფერია თუ არა, მოსყიდვა გამსახურდიას და ერთგულების სანაცვლოდ დაჯილდოვება.
ზვიადისტების და მეგრელების ხმას მაგით ვერ მიიღებენ ქოცები, რადგან სამეგრელოში ყველაზე ნაკლებად პოპულარული არიან ქოცები და კოკა კი არა, ზვიადი რომ გააცოცხლო და მაგათ მხარეს გადავიდეს, მაინც ვერ წაიღებენ სამეგრელოს. მაგრამ კარგი პროპაგანდის საშუალებით შეიძლება დროთა განმავლობაში სამეგრელოს დამორჩილება ან უფრო უარესს- სეპარატიზმის ცეცხლი რომ დაანთონ, არ გამიკვირდება. დიდი ხანია ოცნებათ აქვს -ეგ რუსეთს.
This post has been edited by J.R.R.Tolkien on 12 Jan 2024, 15:02