აი, კოკოს დანიშვნით ზვიადისტების ხმები მიიმხრესო, ამ არგუმენტზე უბრალოდ შეიძლება გაიღიმო
ისე შარშან, წულუკამ მის მიერვე დაარსებული საცოდაობა -"მუზა" მიანიჭა კოკოს მამამისზე დაწერილი ესეს გამო და მაქედანვე ჩანდა, რო რაცხას უპირებდნენ

კეკელიძემ კიდე, შეიძლება მართლა გააკეთა ბევრი, ამდენი წელი იყო, მაგრამ 10-ზე მეტი გოგო რო სექსუალურ შევიწროვებაში გამხელს, მათ შორის, ორსული გოგონა,
ელემენტარულია რო უნდა ადგე და გადადგე...
მარა, კეკელიძის ფონზეც კი კოკოს დანიშვნა მაინც სრული ბულშიტია...
ეროვნულ ბიბლიოთეკას რაც აკლია სერიოზულად დღეს, ეს არის გაციფრულება და ხელმისაწვდომობა, ციფრული ბიბლიოთეკა არის დღეს ცოდნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო..
ნორმალურ ქვეყანაში შედიხარ საიტზე და ყველაფერი რაც გჭირდება ხელისგულზე გაქვს, სახლიდან, აუდიტორიიდან, ეზოდან, თვითმფრინავიდან თუ გემიდან..
გაციფრულების პროცესს ჩვენი ბიბლიოთეკა კატასტროფულად ჩამორჩება..
ელემენტარულად, პერიოდიკის გაციფრულებას ვერ მორჩნენ ამდენი ხანია და თან პრიორიტეტები რატოა ასეთი, სრულად გაუგებარია
ჩემი აზრით, საერთოდ არ არის აუცილებელი თანამედროვე ბიბლიოთეკის დირეხტორი, მაინცდამაინც ბიბლიოფილი იყოს..კოწიას შვილიშვილი და ნოდარ დუმბაძის შვილი, ბულშიტ..
პირველ რიგში, წიგნის სიყვარულთან ერთად, უნდა იყოს კარგი მენეჯერი, ახალი ტექნოლოგიების მაგარი მცოდნე, რომ ეს გაციფრულების პროცესი ბიბლიოთეკებში ძაან დიდი ტემპით წავიდეს..
წიგნებისთვის, გაზეთებისთვის, ფოტოებისთვის ბიბლიოთეკაში მისვლა და იქ ლოდინი, ჯდომა, აღარ უნდა იყოს საჭირო, ბიბლიოთეკები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ინტერნეტით...
ინტერნეტმა უნდა მიიტანოს წიგნი/გაზეთი/ფოტო მოსწავლემდე, სტუდენტამდე, მოქალაქემდე,,,
და არა მხოლოდ ერბიბლიოთეკა და სხვა ბიბლიოთეკები უნდა გაციფრულდეს სრულად, იგივე მეცნიერებათა აკადემია (ზომბების თავშესაფრად რო იქცა, მეილ.რუებით და ერთმანეთისთვის ნაჩუქარი გადმოწერილი "დისერტაციებით" ხარისხებს რო იმატებენ არაფერში), უნივერსიტეტები, ინსტიტუტები, სკოლები..მთელ განათლების სისტემას სჭირდება გაციფრულება...და უზარმაზარი რეფორმები
მარა ქვეყანაში, სადაც ქოცების დაპირებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა გამოდგა სრული მოტყუება და ბულშიტი, სადაც ინტერნეტ პროვაიდერები, ჯოხთაბერიძეები, ზარალები და კახა ბექაურები ძარცვაენ ხალხს, სადაც ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე არის საშინელი, ფასები უძვირესი, 100 მგბ/წმ ინტერნეტი 100 ლარი ღირს(!) და 1000 მგბ/წმ - 28000 ლარი!!! როცა ევროპაში 15 ევროა...
რა გაციფრულებაზე და განათლებაზე საუბარი?
ასე რომ მართალი ხართ ქოცღორებო = კოკო არის მართლაც იდეალური კანდიდატი ასეთი ეროვნული ბიბლიოთეკის დირეხტორად
ხო, ცალკე კრეტინიზმია რომ ისევ პარლამენტის სპიკერს აქვს ბიბლიოთეკის დირექტორის მოხსნა/დანიშვნის პრეროგატივა .. მესმის რო თავის დროზე ზურა ჟვანიამ ბევრი გააკეთა ბიბლიოთეკისთვის, გადმოვიდა პარლამენტის დაქვემდებარებაში, მარა იმის მერე (96 წელი იყო მგონი) ათწლეულები გავიდა ..ხოდა რა შუაშია დღეს? პაპუაშვილისნაირი კონფორმისტი პროჭები რატო უნდა წყვეტდნენ ასეთ თემებს?
This post has been edited by guriaaa on 13 Jan 2024, 00:27